რატომ არ უნდა ჩაიცვან შვილებმა მშობლების ტანისამოსი

ტანისამოსი

რეტრო ნივთები დიდი ხანია მოდაშია, ამიტომ ბევრი ადამიანი სიამოვნებით ამოიღებს დედის კაბებს და მოირგებს. უფრო მეტიც, მათი ხარისხი, როგორც წესი, ბევრად უკეთესია, ვიდრე თანამედროვე ნივთების. რა არის ცუდი ამ ტრადიციაში? სინამდვილეში, პრაქტიკული თვალსაზრისით, არაფერი. პრობლემები ენერგეტიკულ დონეზე იწყება. ეზოტერიკოსები გვიხსნიან, რატომ არ უნდა ატარონ ბავშვებმა მშობლების ნივთები.

ნივთების ენერგია
ნებისმიერ ნივთს, რაც უკვე ვიღაცას ეცვა, აქვს მისი მფლობელის ენერგია. ვინაიდან ყოველთვის არ ვართ კარგ ხასიათზე, განვიცდით განსხვავებულ ემოციებსა და გადავიტანთ დაავადებებს, ენერგეტიკული ხაზი შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო იყოს. წინა მფლობელის  ინფორმაციის ანაბეჭდი გადაეცემა შემდეგ მფლობელს.

რატომ არ უნდა ატარონ ბავშვებმა მშობლების ტანსაცმელი
რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები ნებისმიერი წესიდან. თუ მშობლებმა მიაღწიეს დიდ წარმატებებს  ცხოვრებაში, ჯანმრთელები და სიყვარულში ბედნიერები იყვნენ, მაშინ ქალიშვილს ან ვაჟს შეუძლია, ადვილად მოირგოს მშობლის ტანსაცმელი. ასეთი უწყვეტობა სასარგებლოც კი იქნება. თუმცა, რეალურად, ასეთი შემთხვევები მხოლოდ რამდენიმეა, რადგან მდიდარ ოჯახებში გარდერობის ხშირად ცვლიან.

მშობლების ნივთებს ხშირად ატარებენ დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახის ბავშვები. ასეთი ეკონომიურობის გაგება შეიძლება: რატომ უნდა გადაყარო კარგი ტანსაცმელი და ფული დახარჯო ახალზე, თუ ფული სხვა რამეში გჭირდება? თუმცა, დაზოგვას აქვს ერთი უსიამოვნო მხარე: ფულის დაზოგვით ჩვენ ვზოგავთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ჩვენი ახლობლების ჩაცმულ ტანსაცმელს შეიძლება ჰქონდეს ისეთი ძლიერი დამანგრეველი ენერგია, რომ უკეთესი იქნება, არასოდეს ჩაიცვათ ისინი.
სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ენერგეტიკის კანონების მიხედვით, ნეგატივი ყველაზე ადვილად გადადის დაღმავალი თანმიმდევრობით. კერძოდ - უფროსი თაობიდან უმცროსებზე. თქვენმა ახლობლებმა შეიძლება არ იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ როცა ფიქრობთ, ჩაიცვათ თუ არა, მაგალითად, დედის კაბა, ჰკითხეთ საკუთარ თავს, სასურველია თუ არა გაიაროთ მისი ცხოვრების გზა?

რა მოვუხერხოთ ძველ ნივთებს?

იდეალურ შემთხვევაში, უმჯობესია არც კი მოისინჯოთ მშობლების ტანისამოსი. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მოიშოროთ ისინი ან ქველმოქმედებისთვის გამოიყენოთ - უცხო ადამიანის ენერგია თითქმის არ მოქმედებს. თუ ადამიანი იმყოფება კრიტიკულ სიტუაციაში და მას არაფერი აქვს ჩასაცმელი, მაშინ ნივთი უნდა გაიწმინდოს პატრონის ენერგიისგან, სანამ ჩაიცვამთ, მარილიან წყალში გაავლეთ.