პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ იმ პროცესებზე ისაუბრა, რომელიც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს, ვიდრე შვილს გააჩენს და როგორია დედა-შვილის ბიოლოგიური კავშირი.
"ყოველ ქალს ფეხმძიმობა ლამის სიცოცხლის ფასად უჯდება. საკუთარ არსებობას ძალიან მაღალი რისკის ქვეშ აყენებს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გავჩნდეთ. დედობა თავიდანვე ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა. ისინი თავიანთ ჯანმრთელობას სასწორზე დებენ, რომ ჩვენ დავიბადოთ. ძალიან ბევრი დედა ასეთია, თუ საკვები აქვს, პატარა პურის ნაჭერიც რომ იყოს, იმასაც ჩვენ მოგვცემს, რომ ჩვენ ვიყოთ მაძღარი და თავად მშიერი იქნება.
ეს თვისება მათ მხოლოდ ჩვენი დაბადების შემდეგ არ აქვთ. დნმ-ში აქვთ მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ მათ საშვილოსნოში ვართ. ქალი, რომელიც ფეხმძიმდება, მისი სხეული, პლაცენტა ძალიან სერიოზულ ჰორმონს წარმოქმნის, მას პლაცენტის ლაქტოგენი ჰქვია, რომელიც დედის სხეულს ართმევს საკვებს, რომ ეს საკვები დედის უჯრედებმა კი არა, ნაყოფმა მიიღოს, რომ ის გაიზარდოს და გამოკვებილი იყოს.
დედის სხეული თავად ამბობს უარს საკვებზე, არ იღებს გლუკოზას იმიტომ, რომ მთელი ის გლუკოზა, რაც სისხლში დაგროვდება, ჩვენ მივიღოთ, ჩამოვყალიბდეთ და განვვითარდეთ. საკუთარ უჯრედებს აშიმშილებენ, რომ ჩვენ ვიყოთ მაძღარი. ეს თვისება ჩვენს დაბადებამდე აქვთ. დედის ხმა ფეხმძიმობის 30-ე კვირიდან გვესმის. იქიდან მოყოლებული, მათი ხმა მოქმედებს, როგორც დამამშვიდებებლი საშუალება. არაფერი შეედრება მის ხმას. კიდევ
ერთი ფაქტია, ახლა თქვენ რომ მისმენთ, შეგიძლიათ მოსმენილის გააზრება, დაფიქრება, თქვენი გული რომ იკუმშება, ფილტვები რომ იშლება, თქვენი კუნთები რომ მოძრაობს, ყველა ამ მოძრაობას ენერგია სჭირდება და ეს ენერგია დედისგან მონიჭებული უჯრედებით, მიტოქონდრიებით გვაქვს, ამ უჯრედებს მხოლოდ დედისგან ვიღებთ.
დაბადების შემდეგ პირველივე შეხებაზევე ჩვენზე ზრუნავენ. როცა დედის სხეულს შეეხები, ახალშობილზე ავტომატურად გადმოდის ის კანის ბაქტერიები, რაც მას აქვს, რომ ჩვენს ორგანიზზე კარგი ბაქტერიები დასახლდეს და იმუნიტეტი გაგვივითაროს, ინფექციებთან ბრძოლა გვასწავლოს. შეგვიმციროს ჰიპოთერმიისგან გარდაცვალების რისკი. დედასთან პირველივე კონტაქტის დროსაც კი სარგებელი გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობისას ვტოვებთ მათ სხეულს, ჩვენი უჯრედები დედის ორგანიზმში მაინც რჩება. უამრავი ქალის სხეულია შესწავლილი და ნახეს, რომ ბავშვის დნმ მის სხეულში თვეებისა და წლების განმავლობაში რჩებოდა. მეტი როგორღა ვთქვა, რომ დედობა და დედის დღე რამდენად სერიოზულია ჩვენს ცხოვრებაში.
დედის კოცნა, დედის ჩახუტება ძალიან სერიოზული სარგებელია ჩვენთვის. ალბათ გინახავთ, როდესაც ადრე ბავშვს საწოვარა დაუვარდებოდა, დედა აიღებდა ხოლმე, პირში ჩაიდებდა, გაწმენდდა და მერე დაუბრუნებდა ახალშობილს. ეს რეკომენდებული არ არის, მაგრამ შვედებმა შეისწავლეს და ნახეს, რომ დედის ნერწყვი როცა ჩვილის პირის ღრუში ხვდება, მისთვის ძალიან სერიოზული სარგებლის მომტანია. დედის ნერწყვი შეიცავს უამრავ ლიზოციმს, რომელიც ბაქტერიებს შლის, უამრავ ანტისხეულს, რომელიც მიკრობების გამრავლების უნარს შლის პირის ღრუში. ეს ახალშობილისა და ჩვილის პირის ღრუს ინფექციებისგან იცავს. გარდა ამისა, დედის რძეში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცველობითი ცილაა, რომ ჩვილი 6 თვის განმავლობაში გარანტირებულად დაცულია. საწოვარას რომ იდებენ პირში, ასუფთავებენ და მერე უბრუნებენ ბავშვს, ამბობენ, რომ ეს ქცევა შემდეგში პოტენციურად ბავშვს უმცირებს ისეთი ალერგიული დაავადებების რისკს, როგორებიცაა ბრონქული ასთმა, ეგზემა და სხვა" - ამბობდა გიორგი ღოღობერიძე.
ასევე ნახეთ:
სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა
VIDEO: და-ძმის პირველი შეხვედრა - მათ ერთმანეთი გენეტიკური ტესტის მეშვეობით იპოვეს
შეიძლება თუ არა, რომ დაავადება ჩვენი აზრებით გამოვიწვიოთ? - სპეციალისტის რჩევა