შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1734856073
პატარებს დღესასწაული ძალიან ახარებთ, მათთვის წითლად შეღებილ კვერცხს განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს, რის გამოც ვერ იცავენ ზომიერებას, ამას კი თან ახლავს კვების დარღვევის სხვადასხვა გამოვლინება. რა რაოდენობით კვერცხი და პასკა შეიძლება მიიღოს ბავშვმა, ამ კითხვას პედიატრი, ლიკა თედიაშვილი პასუხობს.
„1-დან 2 წლამდე ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ კვერცხთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები, შეუძლიათ მიიღონ 1 -1 ½ კვერცხი დღის განმავლობაში, 2-3 წლის ასაკის ბავშვებს 2 კვერცხი დღეში, ხოლო 4-8 წლის ასაკსი დასაშვებია მაქსიმუმ 3-4 კვერცხის მიღება დღეში.
2 წლის ასაკიდან შესაძლებელია 100-200 გრამი პასკის მიღებაც. მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის შესაძლებელია ცოტა მეტი ოდენობით პასკის მიღება.
აუცილებლად აკონტროლეთ ბავშვის კვება დღესასწაულის დღეებში და ნუ მოადუნებთ ყურადღებას, რათა დაიცვათ იგი შეუსაბამო საკვების არაზომიერი მიღებისგან და თავიდან აიცილოთ კვების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს.“ - ამბობს პედიატრი.