„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ნუმეროლოგები ამტკიცებენ, რომ მათი სწავლების დახმარებით შესაძლებელია ავტომობილის სანომრე ნიშნების მნიშვნელობის განსაზღვრა. ამისთვის საჭიროა მარტივი გაანგარიშებით გამოთვლა.
კერძოდ, უნდა შეკრიბოთ სანომრე ნიშნის ყველა რიცხვი (გარდა რეგიონის კოდისა):
დავუშვათ, თქვენი მანქანის ნომერია 523, შეკრიბეთ: 5 + 2 + 3 =10 და შემდეგ 1 + 0 =1 ანუ თქვენი ავტომობილის ნუმეროლოგიური რიცხვია 1.
ახლა ვნახოთ თითოეული რიცხვის მნიშვნელობა:
1
ერთი ლიდერის სიმბოლოა. თქვენ საიმედო ავტომობილი გყავთ, რომელიც შორ მანძილზე მგზავრობისას არ გიღალატებთ, მაგრამ ზედმეტ სისწრაფეს უნდა ერიდოთ - უსიამოვნებებისგან არავინ არის დაზღვეული. ერიდეთ დაჭაობებულ ადგილებს.
2
თუ თქვენი ავტომობილის ნომერია 2, თქვენ და ის ერთმანეთს შესანიშნავად გრძნობთ. ის თქვენს კომფორტს და დაცვას უზრუნველყოფს, თქვენ კი მასზე ზრუნვას. ორიანი ავტომობილს მოპარვისგან იცავს, მაგრამ ცუდი ხილვადობის დროს უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. წვიმიან ამინდში არ უნდა იჩქაროთ და საგზაო ნიშნებს თვალი ადევნოთ.
3
სამიანი მუდმივი მოძრაობის სიმბოლოა. ავტომობილით, რომლის ნუმეროლოგიური რიცხვი სამია, თქვენ ყველგან დროულად მიხვალთ. ის თქვენი ნამდვილი და საიმედო დამცველია, ამიტომ განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. შორ გზაზე გამგზავრებამდე არ დაგავიწყდეთ ავტომობილის მდგომარეობის შემოწმება და სიჩქარის მუდმივი მონიტორინგი.
4
შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილის იმედი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც გქონდეთ - იქნება ეს ცუდი მეტეოროლოგიური პირობები თუ მოუწესრიგებელი გზის საფარი.
5
ხუთი რისკისა და სიჩქარის სიმბოლოა, ამიტომ საგზაო მოძრაობის წესები არ უნდა დაივიწყოთ. თუ თქვენი ავტომობილის ნუმეროლოგიური რიცხვი ხუთია, ეს ნიშნავს, რომ მას მშვენივრად გრძნობთ და შესანიშნავად მართავთ.
6
ეს ავტომობილი გამძლე, შრომისმოყვარე და მორჩილია, თუმცა, მის მფლობელს ყოველთვის უნდა ახსოვდეს საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესები - განსაკუთრებული ყურადღება ბრმა ზონებს მიაქციეთ.
7
შვიდი იღბლიანი რიცხვია. ამ ავტომობილს ნებისმიერი უსიამოვნება გვერდს აუვლის. მასთან თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობთ. ამის გარდა, როცა ავტომობილის ნუმეროლოგიური რიცხვი შვიდია, მას შეუძლია, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატებები მოგიტანოთ.
8
ამ ნუმეროლოგიური რიცხვის მქონე ავტომობილის მფლობელები რისკს გაურბიან და ეს ძალიან კარგია. ნუმეროლოგები ამბობენ, რომ რვიანი უსიამოვნებებს მაგნიტივით იზიდავს: ავტოსაგზაო შემთხვევები, შუქნიშანზე წითელი და გაუთავებელი საცობები მისი მუდმივი მეგზურია, ამიტომ გირჩევთ, ძალიან ფრთხილად იმოძრაოთ ან ავტომობილის ნომერი შეცვალოთ.
9
ამ ნუმეროლოგიური რიცხვის ავტომობილები თავისებურები არიან. ზოგადად, ცხრა უფრო დიდი ავტომობილებისთვის (სატვირთოები, ჯიპები) შესაფერისი რიცხვია. ასეთ ავტომობილში მგზავრი თავს უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობს. განსაკუთრებული სიფრთხილე მოყინულ გზაზე უნდა გამოიჩინოთ. ასევე, მზად იყავით ტექნიკური მომსახურებისა და ავტონაწილების შეძენის მუდმივი ხარჯებისთვის.