ზოდიაქოს ყოველ ნიშანს აქვს თავისი ბედნიერი დღე - ნახეთ, კვირის რომელი დღე მოგიტანთ წარმატებას

calendar

ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ ზოდიაქოს ყოველ ნიშანს აქვს თავისი ბედნიერი დღე. სწორედ ამ დროს სჯობს, დაიწყოთ რისკიანი საქმე, ჩაატაროთ მნიშვნელოვანი შეხვედრა და გადაწყვიტოთ პრობლემები.

გაიგეთ, კვირის რომელი დღეა თქვენთვის ბედნიერი!

ვერძი

ვერძებისთვის ბედნიერების მომტანი დღეები სამშაბათი და კვირაა. ამ დღეებში ისინი ადვილად აგვარებენ კონფლიქტებს, აბამენ ნაცნობობას და წარმატებული პროექტების რეალიზაციას ახდენენ. აი, პარასკევსა და შაბათს ვერძებს არ ვურჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ეს მათთვის არცთუ ისე კარგი დღეებია.

კურო

კუროსთვის კვირის საუკეთესო დღეები ორშაბათი და პარასკევია. პირველი კარიერული წინსვლისთვის, სამსახურისა და საქმიანი კონტაქტებისთვის არის კარგი. მეორეს კი პირად პირად ცხოვრებაში მოაქვს წარმატება. სწორედ პარასკევს უნდა დაამყაროს კურომ ურთიერთობა პარტნიორთან და დრო ოჯახურ გარემოში გაატაროს. უიღბლო დღედ კუროებისთვის ხუთშაბათი მიიჩნევა.

ტყუპები

იღბლიან ტყუპებს აქაც გაუმართლათ! მათ სამი ბედნიერი დღე აქვთ: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. ამათგან კვირას მათ ყველაზე მეტად უმართლებთ. ეს დღე ფიქრის, ნელი სეირნობისა და თვითრეფლექსიისთვის საუკეთესოა. კვირას ტყუპებს გენიალური იდეები მოსდით და წარმატებულ შეხვედრებს მართავენ.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ბედნიერი ორშაბათი და ხუთშაბათია. ამ დღეებში მათთვის უფრო ადვილია სხვა ადამიანებთან კონტაქტი. სამშაბათსა და შაბათს კი ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ: დაუკვირდნენ საკუთარ საქციელსა და საუბარს

ლომი

ლომისთვის ბედნიერი კვირა დღეა. ამ დღეს მათ ყველაფერი გამოსდით, უსიამოვნებები კი გვერდს უქცევენ. შაბათს ლომებს ასტროლოგები აქტიურობისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ამ დღეს ჯობია, დრო ოჯახურ წრეში გაატარონ.

ქალწული

ქალწულებს ოთხშაბათი მოსწონთ, ხოლო ოთხშაბათს ისინი მოსწონს. კვირის ამ დღეს ისინი თავიანთ გეგმებს ახორციელებენ და ახალ გეგმებს სახავენ. აი, ხუთშაბათსა და პარასკევს კი ქალწულები ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ.

სასწორი

სასწორებისთვის ბედნიერი დღეები პარასკევი და შაბათია. ამ დღეებში ისინი, როგორც წესი, ყველა პრობლემას აგვარებენ და კვირის გეგმებსაც ახორციელებენ. ისინი სასწაულებრივ გავლენას ახდენენ ადამიანებზე და თავის მხარეს იბირებენ. სამშაბათი და კვირა სასწორებისთვის სახიფათო დღეებია.

მორიელი

სამშაბათი მორიელებისთვის სიკეთის მომტანია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. კვირის ამ დღეს მორიელები ძალების მატებას გრძნობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ. ორშაბათსა და პარასკევს ასტროლოგები მორიელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის ბედნიერი დღე ხუთშაბათია. ყველა აქტიური ქმედება: მგზავრობა, მნიშვნელოვანი შეხვედრები და გადაწყვეტილებების მიღება ამ დღეს წარმატებული იქნება. სამშაბათი კი წუხილსა და იმედგაცრუებას მოუტანს.

თხის რქა

თხის რქებისთვის იღბლიანი შაბათი და სამშაბათია. ამ დღეებში ისინი ყველა უფრო შეძლებენ თავიანთი იდეების რეალიზებას და რაიმე ახლის შექმნას. კვირას და ხუთშაბათს თხის რქებს წყნარად ყოფნასა და სიმშვიდეს ურჩევენ. არაა საჭირო ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა და მოქმედება.

მერწყული

ოთხშაბათსა და შაბათს ფორტუნა მერწყულების მხარეს თამაშობს. შემთხვევითმა გამართლებამ მათი ცხოვრება შესაძლოა, უკეთესობისკენ შეცვალოს, ხოლო სპონტანური მოქმედებები ყველაზე უფრო მომგებიანი აღმოჩნდება. კვირას მერწყული თავს დალეწილად გრძნობს. ამიტომაც ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ.

თევზები

თევზებსაც ძალიან გაუმართლათ: მათაც სამი ბედნიერი დღე ერგოთ. ეს დღეებია ორშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი. ეს დღეები სჯობს, მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმოთ. ოთხშაბათს კარგია, თუ თევზები ცოტას მოდუნდებიან და თავს გართობის ნებას მისცემენ, ვინაიდან ამ დღეს მათი ენერგეტიკა შედარებით სუსტია.