ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
სარეცხ საპონს სახეზე გამონაყარის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ხშირად იყენებენ. ასევე, გოგირდის საპონსაც მიმართავენ. რამდენად ეფექტურია ეს საშუალებები და შეიძლება თუ არა მათი გამოყენება - თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ისაუბრა:
-სარეცხი საპონი ტანსაცმლის გასარეცხად უნდა გამოვიყენოთ. ამ თემას მეტს აღარ გავშლი. პარადოქსულად ჟღერს ეს ფაქტი, რომ ადამიანები ვინმეს რჩევითა და რეკომენდაციით სარეცხ საპონს კანის გასასუფთავებლად, დასაბანად იყენებენ. არ შეიძლება, არ არის, რეკომენდებული. რაც შეეხება გოგირდის ნივთიერებების შემცველი სხვადასხვა გარეგანი გამოყენების ლოსიონები და ასე შემდეგ, დერმატოლოგიაში წლების წინ გამოიყენებოდა. დერმატოლოგია ძალიან განვითარებადი დარგია. დღეის მონაცემებით, გოგირდის გამოყენება რეკომენდებული აღარ არის იმიტომ, რომ ბევრი ისეთი უფრო ეფექტური საშუალება გვაქვს, რითაც შეგვიძლია, პრობლემა უკეთესად ვმართოთ.