პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყველა ქალს სურს შეღებვის შემდეგ თმამ სასურველი ფერი დიდხანს შეინარჩუნოს. თუმცა, ზოგჯერ სულ რამდენიმე დაბანაა საჭირო იმისთვის, რომ თმა გახუნდეს და ფერი დაკარგოს.
დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი თმის სტილისტი, რობ ჩლაპკა საზოგადოებას რჩევებს უზიარებს, რომელიც მათ სასურველი ფერის დიდხანს შენარჩუნებაში დაეხმარება.
მისი თქმით, თმის ფერის სწრაფად გახუნებისა და ცვენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორად შერჩეული შამპუნია.
„შამპუნი საკმაოდ ძლიერი გამწმენდი საშუალებაა. ის თქვენს თმას ასუფთავებს, მაგრამ ასევე აცილებს ბუნებრივ ზეთებსა და ტექსტურას. შამპუნში გამოყენებული ქიმიკატები დაბანისას თქვენს თმას ერევა და შედეგად კანს ბუნებრივ ზეთს აცილებს, რომელსაც ორგანიზმი თმის სიჯანსაღისთვის გამოყოფს. ამიტომაა, რომ ხშირად დაბანის შემდეგ ბალზამის წასმის გარეშე, თმა საკმაოდ უხეშია“,- ამბობს ის.
რობი მოსახლეობას ურჩევს არ შეიძინოს ისეთი შამპუნი, რომელიც ბევრ კონსერვანტებს, სულფატებსა და სინთეზურ სუნამოებს შეიცავს.
„უმჯობესია შეიძინოთ ისეთი შამპუნი, რომელიც ეთერზეთებითა და ორგანული ინგრედიენტებითაა გაჯერებული. ეს თმის ფერის დიდი ხნით შენარჩუნებაში დაგეხმარებათ“,- ამბობს რობი.
ასევე, რობი მოსახლეობას ურჩევს:
შეღებვიდან 72 საათის განმავლობაში არ დაიბანონ თავი
თმის თითოეული ღერი შეიცავს პატარა ფორებს, რომლებიც შეღებვის პროცესში იხსნება, რათა ახალი ფერი მიიღოს. მის დახურვას კი გარკვეული დრო სჭირდება. თუ შეღებვიდან თმას მალევე დაიბანთ, ეს ფორები საკმარისად დახურული არ იქნება, შესაბამისად, თმის ფერი მარტივად ჩამოირეცხება.
დაბანვისას წყლის ტემპერატურა შეამცირეთ
აღნიშნული ფორები მაღალი ტემპერატურის დროსაც იხსნება. ამიტომ, დაბანვის დროს ეცადეთ წყლის ტემპერატურა ძალიან ცხელი არ იყოს.
ეცადეთ თმა ბუნებრივად გაიშროთ
ფენის და სხვა საშუალებებით თმის გაშრობის დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით თბილი ჰაერი, რომელიც აზიანებს ფორებს და ფერის გახუნებას ხელს უწყობს.
ხშირი ბანვის დროს თავი აარიდეთ შამპუნების გამოყენებას, გამოიყენეთ მხოლოდ წყალი
ტემპერატურის მატებასთან ერთად, შესაძლოა, თმის დაბანა დღეში რამდენიმეჯერ მოგიწიოთ. ასეთ შემთხვევაში ეცადეთ თმები მხოლოდ წყლით დაიბანოთ და არანაირი პროდუქტი არ გამოიყენოთ.