რა უნდა გავითვალისწინოთ იოგურტის შეძენამდე - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი

იოგურტის უსაფრთხოება

რა უნდა გავითვალისწინოთ იოგურტის შეძენამდე – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები:

ხშირია შემთხვევები, როცა გაუხსნელ და ვადიან იოგურტში ობი გვხვდება – როგორ აღწევს იქ და რა უნდა ვიცოდეთ ამ პროდუქტის შეძენამდე?

გაუხსნელი იოგურტის დაობება შიგნიდან — ანუ, როდესაც პროდუქტი შეფუთვით მთლიანია, მაგრამ გახსნისას ჩანს ობის ლაქები — რამდენიმე მიზეზით შეიძლება გამოწვეული იყოს. ეს უკვე მიუთითებს დაბინძურებაზე, ან ტექნოლოგიური პროცესის შეცდომაზე, ან შენახვის და ტრანსპორტირების პირობებზე

ძირითადი მიზეზები:

1. დაბინძურება წარმოების დროს

• ჰაერში არსებული ობის სპორები, რომლებიც პროდუქტის შეფუთვამდე მოხვდა იოგურტში (მაგ. უვნებელყოფამდე ან შევსების პროცესში).

• ცუდი ჰიგიენური პირობები: არასათანადოდ გასუფთავებული მოწყობილობები, კონტაქტი ზედაპირებთან ან დაუმუშავებელ ხელსაწყოებთან.

2. შეფუთვის მიკრობზარი ან დაზიანება

• თუ შეფუთვაზე თუნდაც მიკროსკოპული ბზარია, ჰაერი და მიკროორგანიზმები შიგნით აღწევს.

• ასეთი მიკროდაზიანება შეიძლება არც იყოს თვალსაჩინო, მაგრამ საკმარისია ობის განვითარებისთვის.

3. თერმული დამუშავების (პასტერიზაციის) ნაკლოვანება

• იოგურტის რძე ხშირად პასტერიზებულია, მაგრამ თუ ტემპერატურა/დრო არასაკმარისია, მიკრობები შეიძლება გადარჩნენ და გახსნის გარეშე განვითარდნენ.

4. ცივი ჯაჭვის (მაცივრული პირობების) დარღვევა

• ტრანსპორტირებისა ან შენახვის დროს ტემპერატურის მატება (მაგ. მაცივრის დაზიანება) ხელს უწყობს მიკროფლორის გააქტიურებას.

• ამას განსაკუთრებით ხშირად ვხედავთ მაღაზიებში ზაფხულში

5. ვადაგასული ან არასათანადოდ შენახული ინგრედიენტები

• მაგალითად, თუ არომატიზატორი, ხილის პიურე ან რძე წინასწარ დაბინძურდა და უკვე ობის სპორები ჰქონდა.

რას უნდა მიაქციო ყურადღება:

• შეფუთვის მთლიანობა – არის თუ არა დეფორმაცია?

• იოგურტის შენახვის პირობები – იყო თუ არა მუდმივად მაცივარში?

• ვადა – ზოგჯერ ობს ვერც დაინახავ, მაგრამ სუნით ან გემოთი იგრძნობა.