პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
როგორ უნდა დავიცვათ ძლიერი სიცხის დროს თავი - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობისთვის რჩევებს ავრცელებს.
"თუკი თავს შეუძლოთ გრძნობთ ან თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი გახდა ცუდად, დააკვირდით სიმპტომებს და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა;
მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი;
თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;
თუ ვინმემ თავს შეუძლოდ იგრძნობს, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე;
თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრს, ან ნებისმიერ ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურა, გამომშრალი კანი, ბოდავს, აქვს კრუნჩხვა ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს;
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება- დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.