რა საშიშროებას შეიძლება შეიცავდეს საღეჭი რეზინა

რეზინი

საღეჭი რეზინა იცავს კბილებს კარიესისაგნა და დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლებასაშიში იყოს. კერძოდ, იზრდება საღეჭი კუნთებისა და სახსრების გადატვირთვის რისკი.

უნდა დავიცვათ საღეჭი რეზინის გამოყენების წესები. მუდმივი ღეჭვისას ზედმეტად იტვირთება საღეჭი კუნთები და სახსრები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონუსი და გაზარდოს კბილების ცვეთა. გარდა ამისა, ცარიელ კუჭზე რეზინის ღეჭვამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ნერწყვდენა და კუჭის წვენის გამომუშავება, რაც საზიანოა კუჭისთვის.
საღეჭი რეზინა ძალიან ნუ გაგიტაცებთ, აკონტროლეთ მისი ღეჭვის დრო და ასევე მოერიდეთ მის ხელახლა გამოყენებას.

ზოგიერთ ადამიანს აქვს ჩვევა, ერთი კვირის განმავლობაში ღეჭოს ერთი რეზინა ან ყურს მიღმა შეინახოს. ეს იწვევს პირის ღრუს მიკროორგანიზმებით დაბინძურებას. ასევე უმჯობესია აირჩიოთ უშაქრო რეზინა.