"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
1732690994
საღეჭი რეზინი უნდა დაღეჭო - ამას მისი სახელიც გვეუბნება, მაგრამ ხანდახან, “უბედური შემთხვევებიც” ხდება.
შეიძლება წყლის ყლუპს გაჰყვეს, ან უბრალოდ ადგილი ვერ იპოვოთ გადასაგდებად. ალბათ, გსმენიათ, რომ გადაყლაპული რეზინი 7 თვით რჩება კუჭში, თუ 7 წლით, თუ სხვა აბსურდულად დიდი დროით...
საღეჭი რეზინის გადაყლაპვასთან დაკავშირებული მითები სუპერ-პოპულარული იყო თქვენს ბავშვობაში. და თუ ახლაც გჯერათ მათი, აუცილებლად გააგრძელეთ ამ სტატიის კითხვა.
სინამდვილეში, რა ხდება მაშინ, როცა რეზინს ყლაპავთ?
BuzzFeed Health დაუკავშირდა გასტროენტროლოგს, ექიმ ლიზა განჯუს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლანგონის სამედიცინო ცენტრის ასისტენტ პროფესორს, რათა გაერკვია, რა ხდება სინამდვილეში საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაში, როდესაც ყლაპავთ რეზინს (და არის თუ არა ეს რეალურად მავნებელი).
კევი ფაქტობრივად იგივე გზას გადის, რასაც საკვები. მაგრამ მისი ბოლომდე გადამუშავება არ ხდება.
„თქვენი კუჭ-ნაწლავი არის ძალიან ძლიერი - თუ მას შეუძლია გადაამუშავოს ხორცის ნაჭერი, მას შეუძლია გადაამუშავოს საღეჭი რეზინიც“ - ამბობს განჯუ. ასე რომ, ადამიანს საკმარისად ძლიერი მომნელებელი სისტემა, მჟავები და ფერმენტები აქვს საღეჭი რეზინის “დასამარცხებლად”. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ მისი ქიმიური შემადგენლობის გამო, კევი ბოლომდე არ იხსნება და, საკვების უმრავლესობის მსგავსად, წვრილ ნაწლავში არ შეიწოვება.
„თუ საღეჭი რეზინი ორგანიზმში მოხვდება, ისევე გამოვა გარეთ, როგორც სხვა ყველაფერი. არ არსებობს ამის კონკრეტული დრო, რადგან ყველა ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა განსხვავებულია“.
ასე რომ, დიახ, საბოლოოდ კევი მაინც ხვდება უნიტაზში
არც ნაწლავებს მიეკრობა, არც საღეჭი რეზინების გიგანტურ ბურთად დაგროვდება და არც რამე მსგავსი მოხდება. განჯუს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კუჭი კევს ბოლომდე ვერ ითვისებს, ის მაინც გაეხვევა ფეკალურ მასაში და გამოჰყვება მას კუჭის მოქმედებისას. ეს პროცესი ბავშვობაში, მოსაცვლელი კბილის გადაყლაპვას ჰგავს, რომელიც ორგანიზმიდან თითქმის შეუცვლელი ფორმით გამოდის ორგანიზმიდან.
ერთადერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება კევი „გაიჭედოს“, არის მისი ზომა. თუმცა, იმ ზომის მასის გადაყლაპვა, რომელიც შეიძლება ნაწლავში გაიჭედოს, პრაქტიკულად შეუძლებელია.
მიუხედავად ყველაფერისა, საღეჭი რეზინის შეგნებულად გადაყლაპვა მაინც არ არის რეკომენდირებული. განჯუს თქმით, საღეჭ რეზინს არანაირი საკვები ღირებულება არ გააჩნია. ამიტომ პროფესიონალები გვირჩევენ, რომ მის გადაყლაპვას მოვერიდოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
ავსტრალიელ ქალს ტვინში ცოცხალი ჭია აღმოაჩნდა - მსოფლიო მედიცინაში პირველი შემთხვევა
„ყურსასმენები, ღილები, მაგნიტები..." - მამაკაცის მუცელში 60-მდე ნივთი აღმოაჩინეს -