"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
35 წლის ინდოელი კულდიპ სინგჰი 2 წლის განმავლობაში მუცლის საშინელი ტკივილით იტანჯებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც მუცლის ტკივილთან ერთად მამაკაცს მაღალი სიცხეებიც დაეწყო, გადაწყვიტა საავადმყოფოში მისულიყო, რათა ექიმებს მისი მდგომარეობა შეემოწმებინათ.
„რენტგენის შემდეგ მის მუცელში 60-მდე ნივთი აღმოვაჩინეთ, მათ შორის იყო ყურსასმენები, ღილები, საკეტები მაგნიტები, ქინძისთავები.. ",- ამბობს ექიმი აჯმერ სინგ კალრა.
ექიმებმა მამაკაცს პიკას დიაგნოზი დაუსვეს. პიკა კვებითი აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანები საკვებად უვარგის ნივთებს გაუაზრებლად მიირთმევენ.
ასევე ნახეთ: