როგორ ვუპასუხოთ გასაუბრებაზე კითხვას - „რატომ უნდა აგიყვანოთ სწორედ თქვენ“
1731445468
რა ფერი უნდა გვეცვას გასაუბრებაზე ან პაემანზე და როგორ მივხვდეთ, რა ფერი გვიხდება? - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა
„ზოგადად საქართველოში შავი ფერი დომინირებს. ძირითადად საშუალო ასაკის ადამიანებში. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე რომ მუდმივად სწორხაზოვნად ვფიქრობთ და ცვლილებები არ გვიყვარს. ასევე განწყობაც ცოტა არ იყოს დაძაბულია ხოლმე. როდესაც ადამიანებს ღია და მკვეთრი ფერები აცვიათ, სამყაროში უშვებენ დადებით ენერგიას, რაც ხშირ შემთხვევაში კარგად უბრუნდებათ.
ძალიან დიდ გავლენას ახდენს სოციალური აზრები. მხოლოდ ფერზე კი არა სამოსის ფორმაზეც გვიწევს ხოლმე საუბარი. ასეთ შემთხვევაში გვაქვს შეზღუდული თავისუფლება და სილაღე. პაემნისთვის შეგვიძლია ჩავიცვათ ის, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ, ფერებით კი აუცილებელია საკუთარ ხასიათსა და პიროვნულობას ხაზი გავუსვათ“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა.