რა ასაკის შემდეგ აღარ აქვს აზრი გათხოვებას - ფსიქოლოგების მოსაზრება

ქორწინება

21-ე საუკუნის დასაწყისიდან ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებამ ქორწინებისადმი, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. სოციოლოგები აღნიშნავენ ტენდენციას, რომ ქორწინების ასაკი გაიზარდა. 


სოციალური მომწიფება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის ასაკის, კანონის წინაშე პასუხისმგებლობის ან პირის ფიზიკური განვითარების მაჩვენებელი, არამედ მოიცავს უფრო ვრცელ ასპექტებს:
კარგად ჩამოყალიბებული შეხედულება საკუთარ თავზე, როგორც პიროვნებაზე;
პასუხისმგებლობის დონე საკუთარ ქმედებებზე;
საზოგადოებაში გარკვეული როლის შესრულების უნარი.
ძველ დროში, როდესაც ადამიანების უმეტესობა მიწაზე მუშაობდა, სოციალური მომწიფების პერიოდი ძალიან ადრე დგებოდა. ითვლებოდა, რომ როგორც კი ადამიანი მზად იქნებოდა ფიზიკური შრომისთვის, მას შეეძლო ოჯახის შექმნაც. 

ანალოგიური მდგომარეობა იყო 21-ე საუკუნის დასაწყისამდე. ჩვენს საზოგადოებაში საბაზრო ურთიერთობების მოსვლასთან ერთად ის მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, ცვლილებები მოხდა ახალგაზრდების სოციალური მომწიფების პროცესებშიც.

რა სხვაობაა ფიზიოლოგიურ და სოციალურ მომწიფებას შორის?
დღეს ფსიქოლოგები აღნიშნავენ არა მხოლოდ სოციალური მომწიფების პროცესების ტრანსფორმაციას, არამედ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ჩვენს საზოგადოებაში არსებული ადამიანების ფიზიოლოგიურ განვითარებასთან. ერთის მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ მშობიარობის ფიზიოლოგიურად ოპტიმალური ასაკი უნდა ჩაითვალოს 20-25 წელი, როდესაც სხეული ჯერ კიდევ ძლიერია, ახალგაზრდაა და არ არის დაგროვილი დიდი რაოდენობით ქრონიკული დაავადებები.

მეორეს მხრივ, ცხოვრების თანამედროვე პირობებში, სწავლა, კარიერის შექმნა და „ფეხზე დადგომა“, ახალგაზრდებში 30 წლისთვის დგება, ზოგჯერ კი გაცილებით გვიან. ეს არის არსებითი წინააღმდეგობა, რომელსაც ყველა სოციოლოგი აღნიშნავს.

სამწუხაროდ, სოციოლოგები ამ სიტუაციიდან იდეალურ გამოსავალს ვერ ხედავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ქალებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ.
პირველი: კარიერის შესაქმნელად და ცხოვრების აუცილებელი დონის მისაღწევად, ქალი იძულებულია, გადადოს ქორწინების დრო და შვილების გაჩენა სოციალური სიმწიფის მომენტამდე.
მეორე: ქალი ადრე ქორწინდება, შობს შვილებს, მაგრამ ამავდროულად, შეგნებულად ამცირებს თავის სოციალურ როლს საზოგადოებაში.
მეორე შემთხვევაში თანატოლთან ერთად მატერიალურად ძლიერ ოჯახს ვერ შექმნის და იძულებულია, აირჩიოს  ბევრად უფროსი მამაკაცი.

ორივე არჩევანი, რაც თანამედროვე ქალებს აქვთ, იდეალური არ არის, მათ აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პირველ შემთხვევაში, თუ ქალი აჭიანურებს ქორწინებას, მას ემუქრება პრობლემები, შვილის გაჩენასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ასაკთან ერთად, ის უფრო დიდ მოთხოვნებს დაუყენებს თავის რჩეულს, რამაც შეიძლება უფრო და უფრო გაახანგრძლივოს ქორწინების დრო. საბოლოო ჯამში, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ქალს აღარ მოუნდეს, შეცვალოს ჩვეული ცხოვრების წესი.

მეორე შემთხვევაში, კარიერული ზრდისა და მატერიალური დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, ქალი და მისი შვილები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ ვითარებაში, თუ პირველ რჩეულთან ერთად ცხოვრება არ გამოვა. გარდა ამისა, ეს სოციალური წარუმატებლობა მას მთელი ცხოვრება ამძიმებს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს, რადგან ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ არასდროს არის გვიან გათხოვება და ცხოვრების წესის შეცვლა!!! მთავარია, ამისთვის სწორ ადამიანს შეხვდეთ.

და მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების ასაკი ყოველწლიურად იზრდება, დაქორწინების გადაწყვეტილება ყოველთვის მხოლოდ ქალმა უნდა მიიღოს. ეს მხოლოდ მისი არჩევანია.