პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხშირია შემთხვევა, როდესაც უარყოფით ენერგიასაც გავცემთ, თუნდაც გაუცნობიერებლად. დაბალი სიხშირის ჩვევები სამყაროში იკარგება და ნეგატიური ვიბრაციების შემომტანი ხდება ხოლმე.
პროცესს, რომელიც დღეს უნდა გაგაცნოთ, ასკეზა ეწოდება. ეს ერთგვარი „გარიგებაა“ სამყაროსთან. შენ იშორებ მავნე ჩვევებს და სამყაროს დადებით ენერგიებში (კონკრეტულ სურვილებში) უცვლი. ასკეზას დასრულების შემდეგ დიდი შანსია, რომ საერთოდ აღარ დაუბრუნდებით მავნე ჩვევებს, ანუ სამუდამოდ გათავისუფლდებით დაბალი სიხშირის ჩვევებისგან - სწორედ ეს ხდის ამ რიტუალს მეტად განსაკუთრებულსა და უნიკალურს.
რას გულისხმობს ასკეზა?
ეს არის პროცესი, როდესაც კონკრეტული დროით რაღაცაზე ვამბობთ უარს. მაგალითად, თუ შენი სისუსტე ნიკოტინის მიღებაა, შეგიძლია სამყაროს დაჰპირდე, რომ, სიმბოლურად, 11 დღის მანძილზე, აღარ მიიღებ ნიკოტინს, სანაცვლოდ კი, ის სურვილის ახდენაში დაგეხმარება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ რა ვადით იტყვით სხვადასხვა ქმედებაზე უარს, ეს თქვენი გადასაწყვეტია.
როდის უნდა დავიწყოთ ასკეზა?
ასკეზას დასაწყებად კონკრეტული დღე გამოყოფილი არ არის. ხშირად ადამიანები მათთვის საყვარელ თარიღებს ირჩევენ პროცესის დასაწყებად, იქნება ეს ახალი წელი თუ დაბადების დღე.
ასკეზას დაწყების წესები შემდეგნაირია: იმისთვის, რომ სამყარომ გაიგოს თქვენი სურვილები, საჭიროა მასთან გარკვევით კომუნიკაცია, ვიზუალიზაცია. ასკეზას დასაწყებად საჭიროა მხოლოდ სიტყვები და რწმენა. „მე, (თქვენი სახელი და გვარი) დღეს, (თქვენთვის სასურველი თარიღი) ვიწყებ ასკეზას - უარს ვამბობ სიგარეტის მოწევაზე (თქვენთვის სასურველი პერიოდი) დღის განმავლობაში. სანაცვლოდ, მინდა, რომ ჩემი ენერგია დამიბრუნდეს და ჩემი სურვილი შესრულდეს (დაასახელეთ კონკრეტული სურვილი)“. სრულად
ასევე ნახეთ:
„ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა