მცენარე, რომელიც ტკივილს აბებზე უკეთ დაგიამებთ - ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევა

პირშუშხა

სამედიცინო ვებგვერდი „მკურანლი“ აქვეყნებს სტატიას მცენარის შესახებ, რომელიც ტკივილს აბებზე მეტად აყუჩებს.

როგორც ირკვევა, სტატია იმ ადამიანზე დაყრდნობით მომზადდა, რომელმაც საკუთარ ტავზე გამოსცადა მცენარის ეფექტურობა.

„უკვე წლებია, რაც ქრონიკული ართრიტი მაწუხებს. გაზაფხულსა და შემოდგომით რამდენჯერმე ჩავიტარე სერიული მკურნალობის კურსი, როცა სახსრები ყველაზე მეტად მაწუხებდა.მაფრთხილებდნენ: ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები კუჭ-ნაწლავსა და თირკმელებს ძლიერ დაგიზიანებენ, ამიტომ დროდადრო მცენარეებს მიენდეო.

დიდი კითხვისა და რჩევის შემდეგ არჩევანი პირშუშხაზე შევაჩერე:

გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვაგროვებ პირშუშხას მწვანე ფოთლებს და მშრალად ვინახავ, საკმარისია სახსრები ამტკივდეს, რომ ძილის წინ ვასხამ მდუღარე წყალს და რამდენიმე წუთის შემდგომ ამ ნაყენით ვიზელ სხეულის მტკივნეულ ადგილებს: მხრებს, მუხლებს და მტევნებს.

შემდგომ ზემოდან ვიდებ ცელოფანს და თბილი ქსოვილით ვიხვევ. ზოგიერთებს ძალიან ნაზი კანი აქვთ, ამიტომ პირშუშხას ნაყენმა შესაძლოა მათ მსუბუქი დამწვრობა მიაყენოს, რომელიც საკმაოდ სწრაფად გაივლის. ართრიტებისას რამდენიმე სეანსის შემდგომ უკვე შვებას იგრძნობთ, ჩამოყალიბებული დაავადებებისას შედეგის მისაღებად 10 სეანსია საჭირო“

წყარო