„მშობლებო, ნაყინი ბავშვებს ყელს არ ატკენს…“ – პედიატრი, ხატია დოლიძე მშობლებს მიმართავს

ნაყინი - პედიატრის განმარტეა~ბა

პედიატრმა, ხატია დოლიძემ იმ მითებზე ისაუბრა, რომელიც ნაყინთან არის დაკავშირებული.

„ყოველთვის ვეუბნები მშობლებს, არ აუკრძალოთ ნაყინი ბავშვს. მთავარია დავაკვირდეთ შეფუთვაზე ვადას, რადგან ის ბაქტერიები, რამაც შესაძლოა კვებითი ინფექცია გამოიწვიოს, მაგალითად ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, შესაძლოა დაბუდდეს ამ ნაყინში, თუ მისი შენახვის პირობები, არის დარღვეული. ის, რომ ტონზილიტი, ჩირქოვანი ანთება, ყელის ტკივილი, პირდაპირ კორელაციაშია ნაყინთან – ეს არის მითი“ – ამბობს პედიატრი.

 

@ajarabroadcaster

მშობლებო ნაყინი ბავშვებს ყელს არ ატკენს - ხატია დოლიძე/პედიატრი 🍦🍦🍨🍨🍧🍧 #ნაყინი #ბავშვები #ყელის_ტკივილი #ვირუსები

♬ original sound - აჭარის მაუწყებელი