დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
დამეთანხმებით, რომ სამსახურის ძიებისა და პოვნის პროცესი საკმაოდ დიდი და შრომატევადია. ათასჯერ გადაკითხული CV, გასაუბრებაზე მიმავალ გზაზე საკუთარ თავთან გამუდმებული დიალოგი - „ნეტავ, რას მკითხავენ?", „როგორი პასუხი იქნება უკეთესი?", „საიდან ჯობია მოყოლა დავიწყო" და ა.შ. ფიქრობ, რომ ყველაზე უცნაური კითხვისთვისაც მზად ხარ, მაგრამ ამ დროს ცნობილი კომპანია სრულიად განსხვავებულ მოთხოვნას გიყენებს.
იცოდით, რომ Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი გასაუბრებაზე მისულ კანდიდატებს ხშირად უსვამდა ასეთ კითხვას - „გრძნობდნენ თუ არა ისინი თავს იღბლიან ადამიანებად?". საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბეზოსი ამ ერთი შეხედვით უჩეულო კითხვას იმ ადამიანების საპოვნელად იყენებდა, რომელთაც ოპტიმიზმი, წარმატებისკენ სწრაფვა და თავმდაბლობა ახასიათებდათ.
ამ კითხვაზე ერთი სწორი და 2 არასწორი პასუხი არსებობდა, რომლის შემდეგაც ბეზოსი კანდიდატის ბედს წყვეტდა.
მაგალითად: თუ წარმატებული, ოპტიმისტი და თავმდაბალი ლიდერი ხართ, დასმულ შეკითხვაზე გაცემული სწორი პასუხი ასეთ უნდა ყოფილიყო:
„დიახ, მე დედამიწაზე ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ. ბევრი ვიმუშავე, რომ კარიერაში ამ წერტილამდე მიმეღწია. თუმცა, ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ზოგიერთი მოვლენა სწორ დროს მოხდა ჩემს ცხოვრებაში. და რა თქმა უნდა, იღბალიც სრულად გამოვიყენე“.
რაც შეეხება არასწორი პასუხებს, ისინი ასე გამოიყურებოდა - 1. არა, მე არასდროს მიგრძნია თავი იღბლიანად, მაგრამ შევძელი ყველა იმ სირთულის გადალახვა, რაც ცხოვრების გზაზე შემხვდა. და 2) არა, მე არასდროს მჭირდებოდა იღბალი, რადგან მე ყველაზე უკეთესი/ჭკვიანი/ძლიერი ვარ.
ასევე, როგორც უცხოური მედია წერს, Amazon-ში გასაუბრებაზე მისულ ადამინებთან ხშირად შედიოდა კომპანიის თანამშრომელი და მათ ასეთ რამეს ეუბნებოდა : „ახლა რომ ჯეფ ბეზოსი შემოვიდეს და გითხრას რომ 1 მილიონ დოლარს გაძლევს, რათა შენი ბიზნეს იდეა რეალობად აქციო, რაში ჩადებდი ინვესტიციას?“.