ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
ადვოკატი კახა კოჟორიძე მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებამდე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. მისი თქმით, კომპანიების დიდი ნაწილი მყიდველებს ისეთ პირობებს სთავაზობს, რომლებიც შესაძლოა უსამართლო და ზოგჯერ კაბალურიც იყოს. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები ხშირად დოკუმენტებს სათანადო გაცნობის გარეშე აწერენ ხელს.
კახა კოჟორიძე ერთ-ერთ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ემიგრანტს იურიდიული დახმარება დასჭირდა. მისი თქმით, წლების განმავლობაში უცხოეთში მცხოვრებმა ადამიანმა საქართველოში ბინის შეძენა გადაწყვიტა, თუმცა ხელშეკრულების პირობების გამო მთელი დანაზოგის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
„სამშენებლო კომპანიების დიდი უმრავლესობა, ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა, მყიდველს სთავაზობს უსამართლო და ზოგჯერ კაბალურ ხელშეკრულებას. და როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მყიდველთა ასევე ძალიან დიდი უმრავლესობა ხელს აწერს ისე, რომ შეიძლება საერთოდ არც კი წაიკითხოს ეს ხელშეკრულება.
რამდენიმე დღის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა. ემიგრანტს დავეხმარეთ. ეს ადამიანი წლებია საქართველოდან გადახვეწილია, გააკეთა მნიშვნელოვანი დანაზოგი, მაგრამ შემდეგ ისეთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომ მთელი თავისი წლების ნაშრომი დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.
ხელს რომ მოაწერთ, ამ პრობლემას უკვე ცრემლები და ტირილი აღარ უშველის. ხელმოწერამდეა დაფიქრება და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ადვოკატი.
კახა კოჟორიძე მყიდველებს ურჩევს, ბინის შეძენამდე საკუთარ თავს სამი მთავარი კითხვა დაუსვან: ვისგან ყიდულობენ, რას ყიდულობენ და რა კონკრეტული პირობებით ყიდულობენ.
მისი განმარტებით, სწორედ ხელშეკრულების წინასწარი შესწავლა და პირობების სწორად შეფასებაა ის ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა მოქალაქეები სერიოზული ფინანსური ზარალისგან დაიცვას.