იცით თუ არა, რატომ აქვს ქალის და მამაკაცის პერანგებს ღილები სხვადასხვა მხარეს? - საინტერესო ფაქტი ისტორიიდან

ღილები

ალბათ ყველას შეუმჩნევია, რომ ღილები მამაკაცის პერნაგებს მარჯვენა მხარეს აქვს მიკერებული, ქალისას კი - მარცხნივ. რატომ? ნუთუ ეს უბრალოდ დიზაინერების ერთგვარი ახირებაა, ან, იქნებ, კიდევ ერთი ხერხია იმის ხაზგასასმელად, თუ როგორი განსხვავებულები ვართ?

არც ერთი და არც მეორე! ამ პატარა საიდუმლოს გასაღები ისტორიაში იმალება და გაცილებით საინტერესოა.

როგორც ჩანს, ქალისა და მამაკაცის პერანგს შორის ამგვარი განსხვავება ჯერ კიდევ XIII საუკუნეში გაჩნდა. სწორედ იმ დროს, როცა გამოიგონეს თავად ღილი.

თავიდან მხოლოდ მდიდარ ქალბატონებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის უფლება მიეცათ ეს ახალმოდური გამოგონება ეტარებინათ. ყველა შეძლებულ ქალს კი იმ დროს მოახლე ჰყავდა, რომელიც ტანსაცმელს აცმევდა. როგორც ცნობილია, ადამიანთა (და მათ შორის მოახლეთა) უმრავლესობა მემარჯვენეა, ამიტომ იმისათვის, რომ მოახლეებს ქალბატონებისთვის ღილების შეკვრა გამარტივებოდათ, ქალის პერანგებზე (და ზოგადად ტანსაცმელზე) ეს ახალი გამოგონება მარცხენა მხარეს დააკერეს.

მამაკაცთა უმრავლესობა კი იმ დროს თვითონ იცმევდა, ღილებსაც თავად იკრავდა და ამიტომ მარჯვენა მხარეს იყო განლაგებული.

წყარო:

ასევე ნახეთ:

ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს  შეეჯახა... - ტრაგედია ძველით ახალი წლის ღამეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

ნივთები სახლში, რომლებიც უიღბლობას იზიდავს - სწრაფად მოიშორეთ თავიდან