ნივთები სახლში, რომლებიც უიღბლობას იზიდავს - სწრაფად მოიშორეთ თავიდან

საათი

თუ თქვენი სანუკვარ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე მუდმივად წარუმატებლობებს აწყდებით გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს სახლის დეკორაციას და საბოლოოდ დაიჯეროთ სივრცის ორგანიზების ძალა.

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ გაქვთ დღეები, როდესაც ყველაფერი ხელიდან გივარდებათ და არ ხართ ხასიათზე, რომ გააკეთოთ თუნდაც ყველაზე წვრილმანი საქმეები? დააკვირდით თქვენს ირგვლივ არსებულ ინტერიერის დეტალებს; შესაძლოა, თქვენი სახლი სავსეა „ენერგეტიკული ვამპირებით"!

სახლში ხელოვნური ყვავილები ხომ არ გაქვთ, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება? თუ ასეა, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბოლო დროს უენერგიო და მოწყენილი ხართ. 
გასაგებია, რომ ამ ნივთს, ცოცხალისგან განსხვავებით, არანაირ მოვლა არ სჭირდება, თუმცა, გარწმუნებთ, მტვრის ბუდეა, გარდა ამისა, უსულო ფოთლები უამრავ ნეგატიურ ენერგიას აგროვებს და ავრცელებს თქვენს სახლში.

კაქტუსი სახლში ალბათ ბევრს გაქვთ და გგონიათ, რომ ის თავისთვის მშვიდად არსებობს და ხელს არ გიშლით არაფერში, არადა, მის წვეტიან ეკლებში ბევრი ნეგატივი შეიძლება იმალებოდეს. ამბობენ, ადამიანები, ვისაც სახლში კაქტუსი აქვთ, ბევრად ცივები და უხეშები ხდებიანო.

კარგად დაათვალიერეთ, სახლში სადმე ძველი კედლის კალენდარი ხომ არ გაქვთ? თუ გაქვთ, გირჩევთ სასწრაფოდ გადააგდოთ. ეს ნივთი გაკავებთ წარსულში და არ გაძლევთ ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებას... ვრცლად..

ასევე ნახეთ:

ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ხანძარი გაჩნდა - „ამაზე მეტი საშინელება მხოლოდ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მქონდა ნანახი...“

„უყურადღებოდ არ დატოვოთ გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანების რჩევები“ - იანვრის რომელი რიცხვიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები