ილონ მასკის ყოფილმა მეუღლემ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის უმთავრესი ჩვევა გაამხილა

ილონ მასკი

ჯასტინ მასკმა, რომელიც ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკზე რვა წელი იყო დაქორწინებული, მკითხველს რამდენიმე რჩევა მისცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეთ ისეთივე წარმატებული და მდიდარი, როგორ მისი ყოფილი მეუღლეა. ჯანსტინთან ინტერვიუ Forbes-მა გამოაქვეყნა.

ჯასტინ მასკს მიაჩნია, რომ ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან ბილ გეითსი, სტივ ჯობსი და ილონ მასკი, გამოირჩევიან ექსტრემალური აზროვნებით და აკვიატებული იდეებით.

"ექსტრემალური წარმატება ექსტრემალური პიროვნების შედეგია და ასევე ბევრი სხვა რამის ხარჯზე მოდის... იყოთ მდიდარი, წარმატებული და გქონდეთ შესანიშნავი ცხოვრება, ეს მხოლოდ აკვიატებული იდეების ადამიანების ხვედრია. ესენი არიან გაბედული ხედვების მქონე ადამიანები, რომლებიც იყენებენ თავიანთ უნიკალურ ძლიერ მხარეებს... ისინი გარდაქმნიან სისუსტეებს სიძლიერედ... ისინი ეძებენ პარტნიორებს იმ ადამიანებს შორის, რომელთა მსგავსი უნარები და ნიჭი მათ თავად არ აქვთ. და რაც მთავარია, როდესაც საქმე სტრესსა და წარუმატებლობას ეხება, ეს ილონისთვის არასდროს გამხდარა უიმედობის საბაბი.

მიჰყევით თქვენს იდეებს მანამ, სანამ დიდი, სერიოზული და რთული პრობლემა, რომლის გადაჭრაც გინდათ არ გამოვლინდება, და იცოდეთ, რომ ამ პრობლემის პოვნას შეიძლება წლებიც დასჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ თქვენ აუცილებლად იპოვით ამ პრობლემას და გადაჭრით მას.“ - ამბობს ჯასტინ მასკი.