რას ამბობს გიორგი მამარდაშვილი ახალ გუნდში გადასვლაზე?

გიორგი მამარდაშვილი

„ჯერ უნდა დავისვენო. მომავალ გუნდთან დაკავშირებით მე, ჩემი ოჯახი და აგენტი გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ“, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.

„ევრო 2024-ზე იმდენი ქართველი გულშემატკივარი ჩამოვიდა და იმდენი ქართული დროშა ფრიალებდა, თავი საქართველოში, „დინამო არენაზე“ მეგონა. ეს კარგი მოტივაციაა, რომ ნაკრების შემდეგ შეხვედრებში ორმაგად დავიხარჯოთ.

ჩვენ ახალი თაობა ვართ და ჯერ დამთავრებული არაფერია. პირიქით, ახლა ვიწყებთ წარმატების მიღწევას და კიდევ გვინდა დიდ ტურნირებზე თამაში. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ისევ ვიასპარეზოთ.

„ვალენსიასთან“ კონტრაქტი კიდევ სამი წელი მაკავშირებს. ჯერ უნდა დავისვენო. მომავალ გუნდთან დაკავშირებით მე, ჩემი ოჯახი და აგენტი გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ. ასე რომ, ჯერ არ ვფიქრობ არაფერზე, კარგად უნდა დავისვენო და  სეზონისთვის მომზადებას ახალი ენერგიით შევუდგები“, – განაცხადა მამარდაშვილმა.