პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, მედიცინაში ცნება "ჯანსაღი ნამზეური" არ არსებობს. ექიმი გარუჯვასა და დამწვრობის შემთხვევაში თავის მოვლის შესახებ საუბრობს:
- 7 პაციენტი მიწევს დამწვრობის ცენტრში მზისგან დამწვარი. აქედან 5 მოზრდილია, 2 კი ბავშვი. როდესაც მშობლები ირუჯებიან, პატარები თვალსა და ხელს შუა დამწვრობას იღებენ. საქართველოში კი ამბობენ, D ვიტამინს ვიღებო, მაგრამ ჩვენ ისეთ კლიმატურ სარტყელში ვცხოვრობთ, სპეციალურად წამოწოლა და მზის სხივების მიღება D ვიტამინის გამოსამუშავებლად არ გვჭირდება. მზე რომ სასარგებლოა, არასწორი აზრია.
მზით დამწვრობას იმწუთას ვერ ვგრძნობთ, დისკომფორტი უფრო საღამო ხანს იჩენს თავს. დისკომფორტი გამოიხატება სხვადასხვა სიმპტომით, როგორიცაა: კანის გაწითლება, ტკივილი, შეშუპება, მოქმედების შეზღუდვა, რადგან კანი დაჭიმული გვაქვს, ელასტიკურობას კარგავს. ამას თან ერთვის ზოგადი სისუსტე, გონების დაბინდვა, დაკარგვაც კი, ღებინება, მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ა.შ. თუ გონების დაკარგვამდე მიდის საქმე, ან გაქვთ ღებინება, ძალიან შენელებულია მოქმედება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. თუ მსუბუქი სიმპტომები გვაქვს, ბლომად სითხის სმაა საჭირო, აუცილებელია ტკივილგამაყუჩებელი, რათა დისკომფორტი მოვიხსნათ. დამწვარ კანზე ჯობია აფთიაქში შეძენილი პრეპარატები და სხვადასხვა კრემი გამოვიყენოთ. რაც მთავარია, ჯობს ერთხანს მზეზე აღარ გავიდეთ. ხშირად დამწვრობის მეორე დღესვე მაინც მზეზე წვებიან, ამის ბრალია პიგმენტური ლაქების გაჩენა, რომელთა მოცილებაც რთული და ხანდახან შეუძლებელია. განაგრძეთ კითხვა
ასევე დაგაინტერესებთ:
⇒ „კატეგორიულად ვაძლევთ რჩევას...“ - თემურ მიქელაძე აფრთხილებს მშობლებს, ვისაც შვილები ზღვაზე მიჰყავს
⇒ „დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1500 და 3000 ლარი გახდება“ - გაფრთხილება მძღოლებს
⇒ ქართველი სერიული მკვლელები - სკანდალური საქმეების დაუჯერებელი დეტალები
⇒ რა ემართება სულს, გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს - სასულიერო პირების მოსაზრება