დააკავეს მშობლები, რომლებმაც ფეხმძიმე შვილი მოკლეს და მუცლიდან ნაყოფი ამოაცალეს (უცხოეთი)
1765043962
საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ტურისტებს ხშირად უწევთ ტაქსის მომსახურებით სარგებლობა და ხშირად სწორედ ეს მომენტი იწვევს ბევრ პრობლემას. ადამიანები ჩივიან, რომ ტაქსის მძღოლები ცდილობენ სხვადასხვა გზით მოატყუონ ისინი, წერს Independent.
სადაზღვევო კომპანიამ AllClear-მა ჩაატარა მცირე კვლევა იმის გასარკვევად, რომელ ქვეყანაში აწყდებიან ტურისტები ყველაზე მეტ პრობლემებს ტაქსისტებთან ურთიერთობის დროს. მკვლევრებმა გააანალიზეს 450-ზე მეტი პუბლიკაცია და 30 000 კომენტარი ტაქსის შესახებ Reddit-ის პოპულარულ ფორუმზე.
ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ტურისტების მიმართ საჩივრების რაოდენობით ლიდერობს თურქეთი. მკვლევრებმა დაითვალეს თურქ ტაქსისტებზე 4224 კომენტარი არაკეთილსინდისიერ ქცევაზე. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფ ინდოეთში — 2301 კომენტარი.
საერთო ჯამში, ეს მონაცემები ასე გამოიყურება:
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყველაზე დიდი შანსი შეხვდეთ არაკეთილსინდისიერ ტაქსისტს არის აეროპორტები. თითოეული მესამე კომენტარი სწორედ ამ ადგილს ახსენებდა.
გარდა ამისა, შედგენილია სია ყველაზე გავრცელებული ხრიკების შესახებ, რომელსაც არაკეთილსინდისიერი ტაქსისტები იყენებენ და რომლის შესახებაც ტურისტებმა წინასწარ უნდა იცოდნენ:
ფიქსირებული თანხის მოთხოვნა: იმისათვის, რომ აიცილოთ მოულოდნელად მაღალი ფასის გადახდა მოკლე მგზავრობისთვის, ყოველთვის სთხოვეთ მძღოლს წინასწარ შეთანხმებული ფასი.
ჩემოდანების მანქანაში ჩატვირთვა: ნუ დათანხმდებით, რომ ტაქსისტი შეეხოს თქვენს ნივთებს მანამ, სანამ თქვენ არ გადაწყვიტეთ, აპირებთ ტაქსით სარგებლობას თუ არა.გრძელი გზების გამოყენება: ტაქსისტი შესაძლოა აირჩიოს ყველაზე გრძელი გზა, რათა მეტი თანხა მოითხოვოს მგზავრიდან. ამიტომ წინასწარ შეისწავლეთ რუკაზე მარშრუტი და აკონტროლეთ გზა.