„გამოიყენეთ ჩხირები, დანა-ჩანგლის ნაცვლად...“ - ფსიქოლოგის რეკომენდაცია მათთვის, ვისაც მეხსიერების პრობლემა აქვს

ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში ამტკიცებს, რომ ტვინის მუდმივი ვარჯიში აუცილებელია: მოწყენა მისი შემეცნებითი პროცესებისთვის კატეგორიულად დამღუპველია.

მისი თქმით, მეხსიერებისა და სხვა შემეცნებითი უნარების შენარჩუნებისთვის აუცილებელია რეგულარული ვარჯიში და ახალი, ჩვენთვის უჩვეულო საქმიანობის შესრულება. ნანა ფიფია გვირჩევს:

სცადოთ ახალი საქმიანობები;

დაკავდეთ სპორტით და ფიზიკური ვარჯიშით;

ყოველდღე წაიკითხოთ;

ჩაწეროთ ჩანაწერები;

გამოიმუშაოთ ახალი უნარები და ჩვევები;

ისწავლოთ რამდენიმე ახალი უცხო სიტყვა;

პერიოდულად გამოიყენოთ მარცხენა ხელი (თუ მარჯვენა ხართ);

დახუჭული თვალებით წარმოიდგინოთ ყოველდღიური საქმიანობა;

გამოიყენოთ ჩხირები, დანა-ჩანგლის ნაცვლად, განსაკუთრებით, თუ აქამდე ამას არ აკეთებდით;

შეცვალოთ ყოველდღიური მარშრუტი და იაროთ სხვადასხვა გზით;

წაიკითხოთ ხმამაღლა გამეორებით.

ნანა ფიფია ხაზს უსვამს, რომ ასეთი მცირე ცვლილებები ყოველდღიურობაში ტვინის აქტივობას ზრდის, აუმჯობესებს მეხსიერებას და საერთო შემეცნებითი შესაძლებლობებს.