ახალგაზრდა ქალმა დამთქნარების დროს კისერი მოიტეხა

დამთქნარება

ახალგაზრდა ქალმა ისე ძლიერად დაამთქნარა, რომ კისერი მოიტეხა. ჰეილი ბლექი ერთ დილით ახალი გაღვიძებული იყო, როდესაც დაამთქნარა. მან უეცრად იგრძნო „ელექტროშოკის“ შეგრძნება მთელ სხეულში. ქალი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო, ამიტომ ქმარს, სასწრაფო დახმარების გამოძახება სთხოვა. როდესაც ის საავადმყოფოში მივიდა, აუტანელი ტკივილები აწუხებდა. ექიმებს უჭირდათ გაეგოთ, რა ხდებოდა, რადგან მათმა სკანირებამ რეალურად არაფერი აჩვენა. მხოლოდ ქალის კისრის სკანირების შემდეგ მიხვდნენ, რომ კისრის C6 და C7 ძვლები „ხერხემლისკენ წინ გადაიხარა“.

საბედნიეროდ ქალისთვის, ექიმებმა შეძლეს სასწრაფო ოპერაციის ჩატარება და სერიოზული დაზიანების თავიდან აცილება. თუმცა, ინციდენტის შედეგად მას ნერვების მუდმივი დაზიანება და ტრაქეის ნაწიბური დარჩა, საიდანაც ექიმებმა კისრის დისკები ამოიღეს. მან ექვსი თვე ინვალიდის ეტლში გაატარა და სიარულის ხელახლა სწავლა მოუწია. ჰეილის ასევე განუვითარდა ფიბრომიალგია - ქრონიკული დაავადება, რომელიც ქრონიკულ ტკივილს იწვევს.

„ნერვის დაზიანებას დღემდე ვებრძვი. ხშირად მაქვს ტკივილები, რომლებიც ხელებზე, ზურგზე, კისერსა და თავში გადადის“, - თქვა 36 წლის ქალმა.