ეს რიტუალი დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები მოიზიდოთ და ძველ, ტოქსიკურ ურთიერთობებზე უარი საბოლოოდ თქვათ

რიტუალები

სარკისებური თარიღის დროს მნიშვნელოვანია, წესრიგსა და სისუფთავეს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სახლის დასუფთავებისას, გარკვეული ენერგეტიკული ცენტრები უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, საფუძვლიანად დაასუფთავეთ წინა კარის მიმდებარე ტერიტორია. ამ გზით სამყაროს გაუგზავნით შეტყობინებას, რომ გსურთ თქვენს სახლში სიუხვე, სიმყუდროვე და კეთილდღეობა შემოვიდეს.

აბაზანის, იატაკისა და ფანჯრების გაწმენდა, კარადების და უჯრების გასუფთავება, რეორგანიზაცია შესანიშნავი გზაა ამ დღის ენერგიის გამოსაყენებლად. ასე გექნებათ შანსი, რომ თქვენს ცხოვრებაში დადებითი ემოციები, გულწრფელი და სუფთა კავშირები და კეთილდღეობა მოიზიდოთ.

თქვენს დღიურში, რვეულში, ან უბრალოდ ფურცელზე მოკლედ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, ბედნიერებაში ხელს გიშლით და გსურთ, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაუშვათ. ფურცელი რამდენჯერმე გადაკეცეთ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ, ცეცხლი მოუკიდეთ და დააკვირდით, როგორ იწვება. პარალელურად, გონებაში წარმოიდგინეთ, რომ თავისუფლდებით ყველაფრისგან, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ. ფერფლი კი გადაყარეთ. აღნიშნული რიტუალი დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები მოიზიდოთ და ძველ, ტოქსიკურ ურთიერთობებზე უარი საბოლოოდ თქვათ.

გამოიყენეთ სიმბოლოები

ფანჯრის რაფაზე ან აივანზე რამდენიმე საყვარელი კრისტალის ან მნიშვნელოვანი ნივთის განთავსება შესანიშნავი გზაა, რომ ამ თარიღისა და სავსე მთვარის ენერგია მოიზიდოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, ჭიქაში წყალი აავსოთ, ფანჯარასთან დატოვოთ ისე, რომ მთვარის შუქი ხვდებოდეს და პერიოდულად დალიოთ, როცა უენერგიობასა და უმოტივაციობას იგრძნობთ. ნახეთ სრულად