„ეს არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელიც მოულოდნელად გვატყდება თავს“ - საყურადღებო ინფორმაცია

ფიზიკური გადაღლა

რატომ შეიძლება, პოზიციური თავბრუსხვევა დაგვემართოს და რა პრობლემებს იწვევს ის - ამის შესახებ ნეიროოტოლოგი, პროფესორი ეკა ხარხელი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს და ამბობს, რომ ეს პრობლემა, განსაკუთრებით ფიზიკური გადაღლის შემდგომ იჩენს თავს.

თუნდაც ფარდის დაკიდების დროს, ან თაროდან გარკვეული საგნების ჩამოღების დროს, შეიძლება, პოზიციური თავბრუსხვევა დაგვეწყოს, რომელსაც აუცილებლად ტრიალის ხასიათი აქვს. ეს შეიძლება, რამდენიმე წამიდან 1 წუთამდე გაგრძელდეს, ან კიდევ გახანგრძლივებული ხასიათის იყოს, თუ კრისტალები გარკვეულ ადგილასაა მიწებებული და გრავიტაციის ზემოქმედების გამო, მუდმივ ზემოქმედებას იწვევს. თავბრუხვევას ყველაზე ხშირად უეცარი დაცემის შეგრძნება ახლავს. შესაბამისად, მოტეხილობები და სრულიად არასასურველი შედეგი მოაქვს. ადამიანი მოწყვეტით ეცემა.

ასევე ნახეთ:

როგორ მოიშოროთ უიღბლობა და მოიზიდოთ წარმატება 10 სიტყვის გამოყენებით

VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი