„ძველმოდური კერძები“ - რა კულინარიული შეცდომები გადმოგვცეს დედებმა და ბებიებმა?

მაკარონი

დროთა განმავლობაში, არა მხოლოდ ტრადიციები და ღირებულებები იცვლება, არამედ გარკვეული კულინარიული ჩვევებიც. ჩვენმა დედებმა და ბებიებმა გვასწავლეს საჭმლის მომზადება და გარკვეული წესების დაცვა საჭმლის მომზადებისას. თუმცა, ირკვევა, რომ „ძველმოდურად“ გაკეთებული ყველაფერი არ არის გამართლებული და ზოგიერთი ჩვევა შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი იყოს. მოდით, გადავხედოთ რამდენიმე გავრცელებულ კულინარიულ შეცდომას, რომლებიც მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენი წინაპრებისგან.

გაყინული ხორცის არასწორი გალღობა

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ბავშვობაში, როდესაც ხორცს ალღობდნენ სამზარეულოს მაგიდაზე, ცელოფანის პაკეტში გახვეულს. გალღობის ეს მეთოდი, მიუხედავად იმისა, რომ პოპულარულია, სინამდვილეში ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. როდესაც ხორცი თბილ ჰაერთან კონტაქტში მოდის, ბაქტერიები იწყებენ აქტიურად გამრავლებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.

ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ხორცის გალღობა მაცივრის ქვედა თაროზე, დატოვეთ მთელი ღამით, რათა არ მოხვდეს თბილ გარემოსთან.

ერთი დანა ყველაფრისთვის

ჩვენი წინაპრების კიდევ ერთი გავრცელებული ჩვევა იყო ერთი დანის გამოყენება სხვადასხვა სახის საკვების, მათ შორის ხილის, ბოსტნეულის და უმი ხორცის დასაჭრელად. ეს შეიძლება იყოს სახიფათო თქვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დანები არ არის კარგად მოვლილი და ჟანგდება.

ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად, თითოეული ტიპის საკვებისთვის უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა დანა და რეგულარულად შეამოწმოთ მათი მდგომარეობა.

ხორცი გრილზე

პიკნიკებსა და ბუნებაში მოგზაურობას ხშირად ხორცის შეწვა ახლავს თან. თუმცა, ბევრი ჩვენგანი უშვებს შეცდომას,  ზემოდან მეორე ცხაურით დაჭერით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხორცისგან წვენის გამოდინება და მისი გამოშრობა. ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად ხორცი გრილზე დაალაგეთ და ბუნებრივად შეწვა აცადეთ.

ხორცის რეცხვა

ბევრ ჩვენგანს ახსოვს, როგორ რეცხავდნენ ჩვენი დედები და ბებიები წვნიანის მომზადებამდე, მთლიან ქათამს. თუმცა, ეს არასწორი პრაქტიკაა, ვინაიდან წყალს არ შეუძლია მთლიანად გაასუფთავოს ხორცი მავნე ბაქტერიებისგან.

ამის ნაცვლად, ყურადღება უნდა მიექცეს ხორცის სწორად გალღობას და მომზადებას. უმჯობესია, მოხარშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ პირველი ბულიონი, დაამატეთ სუფთა წყალი და კიდევ მოხარშეთ.

ცხიმის დამატება მაკარონში
წყალში ცხიმის დამატება, რომელშიც მაკარონი იხარშება, განიხილება როგორც მისი შეწებების თავიდან აცილების მეთოდი. თუმცა, ეს შეიძლება იყოს შეცდომა, რადგან ზეთი ქმნის ბარიერს, რომელიც გარს ეკვრის მაკარონს და  ხელს უშლის სოუსს, მთლიანად შეაღწიოს მასში.

სამაგიეროდ, უმჯობესია, მაკარონი რეგულარულად აურიოთ მოხარშვისას, რათა არ შეწებდეს. 

„ხუთი წამის“ წესი

მითი იმის შესახებ, რომ თუ საკვები იატაკზე დაეცა და ხუთ წამზე ნაკლები დარჩა იქ, საჭმელად უსაფრთხოა, დიდი ხანია გავრცელდა. ჭუჭყიან ზედაპირთან ხანმოკლე კონტაქტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს საშიში ბაქტერიებითა და მიკრობებით დაბინძურება.

ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია უბრალოდ არ მიირთვათ საკვები, რომელიც ჭუჭყიან ზედაპირს შეეხო.

 

ასევე ნახეთ:

„ქართული სილამაზე პარიზში" - სალომე ღვინიაშვილი და ლიკა ევგენიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებენ

ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ

VIDEO: "ხატს ნებისმიერ ადგილზე რომ შეეხოთ, სიმხურვალეს, ხელების გარდა, ვერსად იგრძნობთ" - დღეს ტაძრის უზარმაზარი ეზო მომლოცველებით გაივსო