დაასახელეს 5 პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით მავნეა აღნაგობისთვის

ჭამა

დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს, ფიგურისთვის განსაკუთრებით მავნეა.

ამის შესახებ Eat This, Not That-ი წერს.

დიეტოლოგმა ლიზა იანგმა პირველ რიგში ბეიგელი დაასახელა. კალორიულობის მიხედვით, 1 ბეიგელი 4-5 ნაჭერ პურს უთანაბრდება და ეს იმით ახსნა, რომ ბეიგელს ძირითადად საუზმეზე სხვადასხვა გულსართით მიირთმევენ.

სიაში მეორე ადგილს იკავებს ფანტელები საუზმისთვის, რომელშიც, სპეციალისტების აზრით, ცოტა საკვებ ნივთიერებებს შეიცავს. „ადამიანებისთვის ფანტელები ხშირად ჯანსაღ საკვებთან ასოცირდება, თუმცა ტკბილი ჰანტელები ხშირად შეიცავენ იმდენივე ან იმაზე მეტ შაქარს, ვიდრე ორცხობილა“- აცხადებს დიეტოლოგი.

მესამე ადგილს იკავებს ტკბილი გაზიანი სასმელები, რომელიც დიეტოლოგების თქმით, შაქრის გარდა, პრაქტიკულად არაფერს შეიცავს.

სიაში მეოთხე ადგილზეა თეთრი პური, ბოლო ადგილს კი რაფინირებული ხორბლის ფქვილისგან დამზადებული მაკარონი იკავებს.