1772995280
ბედნიერი ცხოვრების ბუნებრივი წყარო - ექიმის რჩევები
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი „ფეისბუკზე“ მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც გვიზიარებს რჩევებს ბედნიერი ცხოვრების უშრეტი და ბუნებრივი წყაროს.
„ბედნიერი ცხოვრების უშრეტი და ბუნებრივი წყარო
მადლიერებაში დახელოვნება პირდაპირპროპორციულია ბედნიერების შეგრძნების.
ჩვენს ტვინს არადა ტენდენციურად უჭირს მადლიერებაზე ფოკუსირება. უფრო უადვილდება დეფიციტებზე, ნაკლებზე, ჯერ კიდევ ვერ მიღწეულზე ჩაციკლვა.
კარგია ის, რომ მადლიერება, როგორც სხვა ბევრი რამ, ემორჩილება ვარჯიშს და მეცადინეობას.
მაგალითად, გაღვიძების მერე იფიქრეთ 2 ადამიანზე, რომლების მადლიერი ხართ.
მიმართეთ მათ სახელით, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ მაქსიმალური სიზუსტით მათი სახე, ხმა, სურნელი და მადლობა უთხარით, რომ არიან თქვენს ცხოვრებაში.
მე უზომოდ და ყოველ დღე მადლიერების გრძნობით ვბედნიერდები ჩემი პედაგოგის, მრჩევლის, პიანისტის, მეგობრის მილა ივანოვას მიმართ, რომელიც მასწავლის არა მხოლოდ კარგ მომღერლობას, მუსიკოსობას, არამედ კარგ ადამიანობას და უანგარობას.
ძილის წინ საწოლში იფიქრეთ 2 რაღაც ან ვიღაცაზე, რაც დაგეხმარათ ამ კონკრეტულ დღეს (მეგობარი, კოლეგა, მეზობელი, მანქანა, სამსახური, ამინდი, მედიკამენტი, გათბობა, მუსიკა, ფული, ცოდნა...)
ასე ასწავლით ტვინს, ხელახლა გააფერადოს რუტინით და მიჩვევით გახუნებული ბედნიერების წყაროები.
დავასრულებ პედრო ალმოდოვარის პერსონაჟის ნათქვამის პარაფრაზირებით:“ბედნიერებას არც გემო აქვს და არც სუნი. ერთხელ თუ შეეჩვევი მას, ის ფაქტიურად აღარ არსებობს.”ხოდა, არ შევეჩვიოთ, არამედ მუდამ დავაფასოთ, გემო და სურნელი შევიგრძნოთ ბედნიერი მომენტების!ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“ - წერს ლევან შელეგია.









