მაისში სკოლები და საბავშვო ბაღები 4 დღე დაისვენებენ - დეტალურად
1777751680
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებლის და მსროლელის რატი ანდრონიკაშვილის ცხოვრებაში სასიხარულო სიახლეა. მან რჩეულს, ელენე შელიას ხელი სთხოვა. ინფორმაცია წყვილმა სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენი 26 წლისაა. ქართველი კალათბურთელი, ასევე საკმაოდ წარმატებულად თამაშობს ისლანდიის უმაღლესი დივიზიონის გუნდ „ალფტანეზში“.
ანდრონიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო „აკროპოლისის თასზე“ გამართულ შეხვედრებში საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების, პოლონეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წინააღმდეგ.
