ბანანი ბევრად დიდხანს დარჩება ახალივით... - მზარეულმა მარტივი ხრიკი გააზიარა

ბანანი

ჩვეულებრივი სამზარეულოს ფოლგის დახმარებით შესაძლებელია ბანანი დიდხანს იყოს ახალივით და მისი სწრაფი გაშავება თავიდან ავიცილოთ. ამ მარტივი მეთოდის შესახებ ბრიტანული გამოცემა Aol წერს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბანანი მოწყვეტის შემდეგაც განაგრძობს მომწიფებას. ამ პროცესში ის გამოყოფს ეთილენს — აირად ჰორმონს, რომელიც აჩქარებს არამხოლოდ თვითონ ამ ხილის, არამედ მის გვერდით მდებარე სხვა ხილის მომწიფებასაც.

ირლანდიელმა ტელეწამყვანმა და მზარეულმა ქეთრინ ფულვიმ ამ პროცესის შენელების გზა შემოგვთავაზა. მისი თქმით, ყველაზე დიდი რაოდენობით ეთილენი ბანანის ზედა ნაწილიდან — ყუნწიდან გამოიყოფა. „ამიტომ, თუ ამ ადგილს დაფარავთ, თქვენს პრობლემას გადაჭრით“, — განაცხადა ფულვიმ.

ამისათვის ის გვირჩევს, ავიღოთ ალუმინის ფოლგის ნაჭერი და მჭიდროდ შევახვიოთ ბანანის აუცლელი შეკვრის ყუნწები. მზარეულის თქმით, ეს მეთოდი ხილის მომწიფებას ანელებს.

ამ ხერხის ეფექტურობა მანამდე The Kitchn-ის ავტორმა, ენ ტეილორ პიტმანმაც შეამოწმა. მან ბანანის შენახვის შვიდი სხვადასხვა მეთოდი გამოცადა და ყველაზე მაღალი შეფასება — 10-დან 9.5 ქულა — სწორედ ფოლგის გამოყენებას მიანიჭა.

მზარეულმა ასევე გამოცადა ბანანის შენახვა ჰერმეტულ პაკეტში. ექვსი დღის შემდეგ ხილის კანი უმეტესად კვლავ კაშკაშა ყვითელი რჩებოდა, თითქმის ლაქების გარეშე. თუმცა, ამ მეთოდმა შესამჩნევად შეცვალა რბილობის კონსისტენცია: ის უფრო რბილი და კრემისებრი გახდა, ხოლო გემო უფრო ნაჯერი. მან ეს მეთოდი 10-დან 8.5 ქულით შეაფასა და აღნიშნა, რომ უჩვეულო რბილობი შესაძლოა ყველას არ მოეწონოს.

✕