გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, პიროტექნიკის გამოყენების შემთხვევები იზრდება. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ყოველწლიურად აფრთხილებს საზოგადოებას და მშობლებს, რომ ფრთხილად იყვნენ ამ მეტად სარისკო და სახიფათო ნივთებთან.
„სამწუხაროდ, არაფერი არ იცვლება. რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულაციები შემოვიდა და არასრულწლოვნებზე გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ, სურათი არანაირად არ შეცვლილა. ეს არ არის სათამაშო და გასართობი.
ეს იგივეა ბავშვს იარაღი მისცე და გაასროლინო. ძალიან ხშირად ისეთ ტრავმებს იღებენ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მიგყვება, არის ხოლმე ინვალიდიზაციაც კი. ამპუტირებულ თითებსა და თვალების დაზიანებაზე მძიმე რა უნდა იყოს?! მსგავსი შემთხვევები არც ისე იშვიათია და ახალი წლის დღეებში ნებისმიერი ქირურგიული განყოფილება განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. სამწუხაროდ, პიროტექნიკით დაზიანებულთა სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია და როგორც აღვნიშნე, ძალიან ბევრმა ქვეყანამ მისი გამოყენება საერთოდ აკრძალა. ჩვენი ოჯახის ტრადიციაა, რომ პიროტექნიკას მხოლოდ ტელევიზიით ვუყურებთ და აივანზეც კი არ გავდივართ, იმიტომ, რომ ესეც საფრთხის შემცველია“ – ამბობს გუგა ქაშიბაძე.