ამ ვიტამინის ნაკლებობა შესაძლოა წონის მატებასთან იყოს კავშირში - მნიშვნელოვანი რჩევა არუნ ხათრისგან

დ ვიტამინი

ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი ვიტამინების სარგებლის შესახებ მორიგ პოსტს ავრცელებს.

„ვინ გაავრცელა ეს სასაცილო ამბავი რომ ვიტამინები ასუქებს. ახლა სიმართლე. ვიტამინების დეფიციტი იწვევს წონის მატებას და არა ვიტამინები. განსაკუთრებით ვიტამინ D-ის ნაკლებობა, ანელებს მეტაბოლიზმს, ზრდის ცხიმის დაგროვებას, გაგრძნობინებს დაღლილობას და სიზარმაცეს, ზრდის სურვილს ტკბილზე და არაჯანსაღ საკვებზე, იწვევს დეპრესიას და დაბალ განწყობას.

ახლა ვნახოთ რა პრობლემებს იწვევს სხვადასხვა ვიტამინის ნაკლებობა.

ვიტამინ B12-ის დეფიციტი  - ძლიერი დაღლილობა, ტვინის დაბინდვა და მეხსიერების პრობლემები, დეპრესია, ვენების ტკივილი და ჩხვლეტა, წონის მატება ნელი მეტაბოლიზმის გამო.

ვიტამინ B კომპლექსის დეფიციტი - დაბალი ენერგია, ცუდი მონელება, თმის ცვენა, გაღიზიანება და სტრესი, ტკბილეულის და არაჯანსაღი საკვების ძლიერი სურვილი.

ვიტამინ C-ის დეფიციტი - სუსტი იმუნიტეტი, ცხიმის წვის შემცირება, კანის და ღრძილების პრობლემები, ნელი შეხორცება, მუდმივი დაღლილობა.

ვიტამინ A-ის დეფიციტი - მხედველობის გაუარესება, მშრალი კანი, სუსტი იმუნიტეტი, ჰორმონალური დისბალანსი.

ვიტამინ E-ის დეფიციტი - კუნთების სისუსტე, კანის პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები, ნაყოფიერების დაქვეითება.

ვიტამინ K-ის დეფიციტი - სუსტი ძვლები, კალციუმის ცუდი ათვისება, სისხლდენის პრობლემები.