„ამ ტექნოლოგიაშია საიდუმლო...“ - მარი მალაზონიას რჩევა, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ

მარი მალაზონია

ექიმი-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში პირადი ექიმი მარი მალაზონია საუბრობს შვრიასთან დაკავშირებულ გავრცელებულ მითებზე და განმარტავს, როგორ უნდა მოვამზადოთ ის სწორად, რათა ორგანიზმმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, საზოგადოებაში ტირაჟირდება მოსაზრება, თითქოს შვრია კალციუმსა და სხვა აუცილებელ მინერალებს „გვაკარგვინებს“ და მისი მოხმარება რეკომენდებული არ არის. თუმცა, მისი განმარტებით, საკითხი უფრო კომპლექსურია.

მალაზონია პრაქტიკულ რეკომენდაციასაც იძლევა: თუ რძიან შვრიის ფაფას ამზადებთ, სასურველია ულუფის ნაწილი სეზონური ხილით შეავსოთ. განსაკუთრებით რეკომენდებულია კენკრა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და დამატებით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. ასეთი კომბინაცია, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სასარგებლო ნუტრიენტების უკეთ შეთვისებას, ხოლო მეორე მხრივ, ამცირებს ანტინუტრიენტების შესაძლო გავლენას.