1771531835
აშშ-მა და უზბეკეთმა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
აშშ-ის მთავრობამ უზბეკეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს აღნიშნულ ქვეყანაში არსებულ იშვიათ წიაღისეულზე წვდომას გაუმარტივებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ უმნიშვნელოვანესი რესურსებისა და მათი მიწოდების ჯაჭვების თვალსაზრისით ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს.
დოკუმენტი სახელწოდებით „ერთობლივი საინვესტიციო პროგრამა“ ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების საშუალებას აძლევს. ხელშეკრულების თანახმად, პრიორიტეტული იქნება ინვესტიციების განხორციელება იშვიათი წიაღისეულის დაზვერვის, მოპოვების, გადამუშავების საქმეში.
შეიქმნება აგრეთვე ამერიკულ-უზბეკური ერთობლივი საინვესტიციო ჰოლდინგი, რომელიც იშვიათი მინერალების მიმართულებით პროექტებს განახორციელებს.











