ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარი პრინციპი არუნ ხათრისგან

 არუნ ხათრი

„გვანცას პოდკასტის“ ახალი ეპიზოდის სტუმარი არუნ ხათრია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანონსში არუნ ხათრი ახალგაზრდობისა და ენერგიის შენარჩუნების ოქროს წესებსა და კვების მთავარ პრინციპებზე საუბრობს.

„იმდენი უნდა ჭამო, რომ მშიერი ადგე... ნელა ბერდები ადამიანი, თუ შაქარი არ ჭამე, წყალი უნდა ჭამო, საჭმელი უნდა დალიო... ნებისმიერი საჭმელი გაძლევს ენერგიას და მიდი, დახარჯე“, – აღნიშნავს არუნ ხათრი. 

მისი თქმით, დაბერების პროცესის შენელების ერთ-ერთი მთავარი პირობა რაციონიდან შაქრის ამოღება, ზომიერი კვება და მიღებული კალორიების
აქტიურად დახარჯვაა.