ახალ წლამდე ამ ნივთებისგან გათავისუფლდით

ნივთები

ახალ წლამდე საუკეთესო დროა კარადების, უჯრების, თაროებისა და სხვა სივრცეების დასალაგებლად.

სახლში სივრცის ორგანიზების ექსპერტი ასახელებს იმ ნივთებს, რომლებიც სჯობს ახალ წლამდე მოიშოროთ.

ნივთები, რომლისგანაც ახალ წლამდე უნდა გათავისუფლდეთ
დეკორაციები
ექსპერტი აღნიშნავს, რომ არ არის საჭირო დიდი ყუთების შენახვა სადღესასწაულო დეკორაციებით, თუ მათ დიდი ხანია არ იყენებთ. დიდი ალბათობით, ისინი მომავალშიც გამოუყენებელი დარჩება. უმჯობესია ამ ნივთებისგან გათავისუფლდეთ, რათა ადგილი გაათავისუფლოთ იმ დეკორაციებისთვის, რომლებიც ნამდვილად მოგწონთ და სიამოვნებით გამოიყენებთ.

სათამაშოები, რომლებსაც ბავშვები აღარ იყენებენ
ეს საქმე უმჯობესია გააკეთოთ მაშინ, როცა ბავშვები სახლში არ არიან, ასე არ მოგიწევთ „ბრძოლა“ ყოველი დაკარგული LEGO-ს გამო. ეს პროცესი გაათავისუფლებს ადგილს ახალი, ასაკისთვის უფრო შესაფერისი სათამაშოებისთვის და ასევე დაგეხმარებათ მოიშოროთ უწესრიგობა, გატეხილი ან დაკარგული დეტალების მქონე სათამაშოები და ის ნივთები, რომლებითაც ბავშვები უკვე აღარ თამაშობენ.

საცხობი აქსესუარები
საცხობი ნივთების მოცილება, რომლებიც წლის განმავლობაში თითქმის არ გამოგიყენებიათ, მნიშვნელოვან ადგილს გაათავისუფლებს სამზარეულოში. „ეს ახალი სივრცე დაგეხმარებათ უკეთ მოაწესრიგოთ და ადვილად მისაწვდომი იყოს ის ნივთები რომლებიც ყოველდღიურად გჭირდებათ.

ზამთრის აქსესუარები და ტანსაცმელი
ზამთრის ტანსაცმელი კარადაში დიდ ადგილს იკავებს. ახალი ნივთებისთვის სივრცის გასათავისუფლებლად, ექსპერტი გვირჩევს გადახედოთ იმ ტანსაცმელს, რომელიც გასულ ზამთარს არ გეცვათ ან არ მოგწონდათ, და მისგან გათავისუფლდეთ.

ახალ წლამდე გენერალური დალაგება შესაძლოა დამღლელი იყოს, ამიტომ იგი ურჩევს პროცესის გამარტივებას იმ სივრცეებზე კონცენტრირებით, სადაც ყველაზე მეტი არეულობაა დაგროვილი. ასეთ ადგილებად ხშირად სახელდება სამზარეულო და მისაღები ოთახი.

„ამგვარი მიზანმიმართული მიდგომა შეიძლება ბევრად უფრო ეფექტურ შედეგამდე მიგვიყვანოს“, — აღნიშნა ექსპერტმა.