ადრე ადგომა გიჭირთ? - რჩევები მათთვის, ვისაც დილის რეჟიმზე გადასვლა უნდა

დილის ადამიანები

დღის ადრიანად დაწყება არც თუ ისე მარტივია - ამ დროს, როგორც წესი, ყველაზე მეტად მაღვიძარას გათიშვა და ძილის გაგრძელება გვინდა ხოლმე.

თუმცა, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, იმას თუ როგორ დავიწყებთ დილას, ჩვენი ცხოვრების სტილზე, განწყობაზე, შრომისმოყვარეობასა და ჯანმრთელობაზე უდიდესი ზეგავლენა აქვს. ამიტომ,  მისი პროდუქტიულად დაწყება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია..

 გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ  საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაცებული საჭირო რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ დილის ადამიანებად იქცეთ..

1. სპეციალისტების თქმით, იმისთვის, რომ დილის რეჟიმზე მარტივად გადაეწყოთ, უმჯობესი იქნება თუ მაღვიძარას მხოლოდ და მხოლოდ ერთ დროზე და ერთხელ დააყენებთ. ასე გაღვიძების პროცესი ნაკლებად სტრესული იქნება.  აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანების 80%-ი მაღვიძარას რამდენიმე დროზე აყენებს -  რათა შუალედებში  მცირე დროით  დაძინება კვლავ  შეძლოს. ექიმების თქმით, ჩაძინებისთანავე, ადამიანის ორგანიზმი ძილის ახალ ციკლს იწყებს - მაგრამ ამას მოკლე დროში ვერ ახერხებს, რაც მის ფუნქციონირებას არღვევს. ამის ბრალია ის, რომ დილით ხშირად დაღლილები ვიღვიძებთ და ეს შეგრძნება მთელი დღის განმავლობაში მიგვყვება.. ეს კი ჩვენს შრომისუნარიანობაზე ცუდად აისახება.  ასევე,  ექსპერტები გირჩევენ, რომ მაღვიძარა 15 წთ-ით იმაზე უფრო ადრე მომართოთ, ვიდრე გათვლილი გაქვთ...

2. სპეციალისტების თქმით,  ძილის წინ მომდევნო დღისთვის საუზმისა და ტანსაცმლის წინასწარ მომზადება დილით ადრე ადგომას უფრო გაგიმარტივებთ.ასე თავიდან აირიდებთ, სამოსის ვერ შერჩევით გამოწვეულ უხასიათობას, რომელიც ხშირად მთელი დღის განწყობაზე ზემოქმედებს ხოლმე.

3. ისაუზმეთ დამჯდარმა -  დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა,  რომ ადამიანთა უმრავლესობა საუზმის მირთმევას ნორმალურად ვერ ახერხებს.  ფსიქოლოგების თქმით,  თუ მაგიდასთან მშვიდად და აუჩქარებლად ისაუზმებთ - თქვენი დილა უფრო პროდუქტიული  და სასიამოვნო იქნება.. თავსაც ენერგიულად იგრძნობთ და დაკისრებულ სამუშაოს თავს არაჩვეულებრივად გაართმევთ..

6. მიირთვით საუზმედ შვრია -  ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  ის ადამიანები, რომლებმაც დილას შვრიის იწყებენ, დღის განმავლობაში უფრო ფხიზლები არიან, ვიდრე სხვები.  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ამას პროდუქტის შემადგენლობაში შესულ რკინასა და პროტეინებს უნდა ვუმადლოდეთ.

5.  ფსიქოლოგები ასევე გირჩევენ - ხშირად ჩაატაროთ ექსპერიმენტები მაკიაჟზე. როგორც ისინი ამბობენ, ის, რომ სამსახურში მიდიხართ იმას არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ერთნაირი მაკიაჟი უნდა ატაროთ. მათი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ყოველდღე განსხვავებული ფერის ტუჩსაცხსა და თვალის ჩრდილებს გამოიყენებთ.

6.  ნუ დაიწყებთ სამუშაო დღეს საღამურებით - ეს რჩევა იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც ძირითადად სახლიდან მუშაობენ. საერთაშორისო სპეცილიასტების თქმით, კარგი იქნება თუ ასეთ შემთხვევაში - დილით ჩვეულებრივად ადგებით, მიიღებთ შხაპს, ჩაიცვამთ და ისაუზმებთ.. ასე თავს უფრო სრულფასოვან ადამიანად იგრძნობთ და

8.  ფსიქოლოგები ასევე გირჩევენ - გაღვიძებისთანავე მხიარული მუსიკა ჩართოთ.  მათი თქმით, მუსიკა ბედნიერების დონეს ზრდის და შფოთვას ამცირებს. ასე რომ, დილის მხიარული მუსიკით დაწყება მთელი დღისთვის სამყოფ ენერგიას მოგცემთ.