ბიჭი, რომელიც 6 წლის ასაკში გაიტაცეს, ოჯახს 73 წლის შემდეგ დაუბრუნდა - ლუის არმანდოს დაუჯერებელი ისტორია

დაკარგული კაცი

ლუის არმანდო, რომელიც ექვსი წლის ასაკში გაიტაცეს, 73 წლის შემდეგ ოჯახს ჯანმრთელი დაუბრუნდა. მის კვალს მამაკაცის დისშვილმა მიაგნო.

ჯერ კიდევ 1951 წელს, ლუის არმანდო ალბინო პარკში ძმასთან ერთად თამაშობდა. ამ დროს , ბიჭს ქალი მიუახლოვდა და ტკბილეულით შესთავაზა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ ქალმა გაიტაცა მაშინ 6 წლის ლუისი. 

ქალმა ბავშვი ნიუ-იორკში წაიყვანა და ქმართან ერთად ისე ზრდიდა, როგორც საკუთარ შვილს. 

ამასობაში, ლუისის მშობლები პატარა ბიჭს ეძებდნენ. ლუისის დედა არასოდეს კარგავდა იმედს, რომ შვილს იპოვიდა. თუმცა, 2005 წელს, 92 წლის ასაკში ისე გარდაიცვალა, რომ შვილის შესახებ ვერაფერი გაიგო.

ლუისის დედის გარდაცვალების შემდეგ, ბიჭის დისშვილმა, ალიდა ალეკინმა, გადაწყვიტა საქმეზე გამომძიებელი აეყვანა და პასუხები ეპოვა. 

2022 წლიდან საქმეში იმედის მომცემი დეტალები გამოჩნდა. ალიდამ გადაწყვიტა გაეკეთებინა დნმ-ის ტესტიც. მას აცნობეს, რომ 22 პროცენტით შეესაბამებოდა მამაკაცს, რომელიც შემთხვევით მისი დაკარგული ბიძა იყო.

პასუხის გაგების შემდეგ, ის მალევე ბიძას დაუკავშირდა. თავდაპირველად პასუხი ვერ მიიღო. თუმცა, საბოლოოდ ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ოჯახის წევრები ერთმანეთს ემოციურად შეხვდნენ.

ყველაზე ემოციური ლუისისთვის მის უფროს ძმასთან შეხვედრა იყო, რომელიც ახლა 83 წლის არის. 

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამის გაკეთება. მე ყოველთვის გადაწყვეტილი მქონდა ბიძაჩემის პოვნა და ვინ იცის, ჩემი ისტორია შეიძლება დაეხმარა სხვა ოჯახებს, რომლებიც იმავეს განიცდიან ახლა და ოჯახის წევრს ეძებენ. მათ ვეტყოდი, რომ იმედი არასდროს დაკარგონ“,- აღნიშნა ალიდამ ბიძასთან შეხვედრის შემდეგ.