გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
Yourt Tango-ს სტატიაში გაცნობისა და ურთიერთობების სპეციალისტი, ორგანიზაცია "სიყვარული წარმატებული ქალებისთვის" დამფუძნებელი, ჯანეტ ონგ ციმერმანი წერს, რომ არსებობს 6 გავრცელებული შეცდომა, რასაც აკეთებენ ჭკვიანი ქალებიც კი, როცა შეყვარებულები არიან.
ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ემოციების გამო
როცა ვინმე გაწყენინებთ ან გაბრაზებთ, შეგიძლიათ არასწორად გაიგოთ მისი ქმედებები და რეაგირება ზედმეტად ემოციურად მოახდინოთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ხშირად შეცდომებისკენ მიგვიყვანს. ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ გაჩერდეთ, დამშვიდდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.
არასწორი გადაწყვეტილებების შიში
თუ ძალიან გეშინია არასწორი არჩევანის გაკეთების, შესაძლოა, საერთოდ უმოქმედოდ დარჩე და გადაწყვეტილება თავად სიტუაციამ მიიღოს. ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ სწორი ან არასწორი გადაწყვეტილებები არ არსებობს — არის მხოლოდ არჩევანი და მისი შედეგები. მიიღეთ გადაწყვეტილებები და ისწავლეთ შედეგებიდან.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ძლიერი ემოციების ფონზე
როცა შეყვარებული ან გატაცებული ხართ, ხშირად ვერც ამჩნევთ "წითელ დროშებს" ურთიერთობებში. თუ სხვას საკუთარი პრინციპები შესწირეთ, რისკავთ, რომ საკუთარი თავი დაკარგოთ. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ თქვენი მთლიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთულია.
გადაჭარბებული ფიქრი გადაწყვეტილებებზე
ხანგრძლივი ფიქრი გადაწყვეტილებების მიღებას ართულებს. როგორც ჰარვარდის კვლევები აჩვენებს, გადაჭარბებული ანალიზი ბლოკავს შინაგან სიბრძნეს და შესაძლოა არასწორ არჩევანს მივყავდეთ. ენდეთ თქვენს ინსტინქტებს.
მეგობრების რჩევებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება
მეგობრებმა შესაძლოა მოგცენ რჩევა მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ყოველთვის არ იქნება თქვენთვის შესაფერისი. მნიშვნელოვანია მოუსმინოთ საკუთარ თავს და მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენს საჭიროებებს შეესაბამება.
მოკლევადიანი გადაწყვეტილებები გრძელვადიანი შედეგების მოლოდინით
ხშირად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მყისიერად გვაკმაყოფილებს, მაგრამ გრძელვადიან ბედნიერებას არ გვაძლევს. კვლევები აჩვენებს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რომლებიც სწრაფ შედეგებს ემყარება, ხშირად იმედგაცრუებას იწვევს.
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ეს მიმაახლოებს იმასთან, რაც ნამდვილად მინდა, თუ გამაშორებს?" მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილებები, რომ მიუახლოვდეთ სიყვარულს.