5 საკვები, რომელიც არტერიული წნევის დაწევაში დაგეხმარებათ

ნწევა

მაღალი არტერიული წნევის დასაწევად ყოველთვის აბები არ არის საჭირო, წერს verywellhealth.com. არსებობს გარკვეული საკვები და სასმელი, რომელსაც შეუძლია ბუნებრივად დაგეხმაროთ არტერიული წნევის დაწევაში.

1. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაიში შემავალი კატეხინები გავლენას ახდენს არტერიულ წნევასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დაჟანგვისგან დაცვის, ვენებსა და არტერიებში ანთების შემცირებისა და სისხლის შედედების წარმოქმნის პრევენციის გზით.

კვლევები აჩვენებს, რომ მწვანე ჩაის შეუძლია ხელი შეუწყოს სისტოლური (ზედა რიცხვი) და დიასტოლური (ქვედა რიცხვი) არტერიული წნევის შემცირებას. სხვა სტატიის თანახმად, ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ეს ეფექტები თუ მწვანე ჩაის სამი ან მეტი თვის განმავლობაში სვამენ

2. კურკუმა

ზოგიერთი კვლევა კურკუმას მიღების შემდეგ არტერიული წნევის უმნიშვნელო გაუმჯობესებას აჩვენებს. მაგალითად, კვლევების ერთ-ერთმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა 12 კვირის განმავლობაში კურკუმას მოხმარების შემდეგ სისტოლური არტერიული წნევა 1.24 მილიმეტრით (mmHg) შეამცირეს.

კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც კურკუმას სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იღებდნენ, არტერიული წნევა უმნიშვნელოდ შეუმცირდათ.

3. ჩიას თესლი

ჩიას თესლში შემავალი პეპტიდები (ბიოაქტიური ცილები) გავლენას ახდენენ ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტზე (აგფ), რომელიც აუცილებელია არტერიული წნევის რეგულირებისთვის.

კვლევები აჩვენებს, რომ 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლის რეგულარული მიღება დიასტოლურ არტერიულ წნევას 6–7 მმ.ვწყ.სვ.-ით ამცირებს. თუმცა, საჭიროა მეტი კვლევა.

4. შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი მდიდარია ფლავანოლებით - კაკაოში არსებული ბუნებრივი ნაერთებით - რომლებიც ხელს უწყობენ სისხლძარღვების ფუნქციის გაუმჯობესებას. კვლევებმა აჩვენა, რომ შავი შოკოლადის ყოველდღიური მოხმარება ორიდან ოთხ კვირამდე პერიოდში ზრდის არტერიულ წნევას მოზრდილებში.

5. ჭარხლის წვენი

ჭარხლის წვენს ნიტრატების შემცველობის წყალობით შეუძლია არტერიული წნევის დაწევა. ნიტრატები გარდაიქმნება აზოტის ოქსიდად, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს და ზრდის ჟანგბადის მიწოდებას და სისხლის მიმოქცევას. კვლევები აჩვენებს, რომ ჭარხლის წვენს შეუძლია ბუნებრივად დააქვეითოს არტერიული წნევა. თუმცა, ის უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად.