5 მარტივი რჩევა ოფლიანობის დასამარცხებლად

ოფლიანობა

მაისურზე სველი ლაქა და ოფლის სუნი - ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის ხშირად ექიმის ჩარევაა საჭირო, მაგრამ ზოგჯერ რაღაცებს, უბრალოდ, არასწორად ვაკეთებთ. ამიტომ, სცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ხერხები  - მატივია და ეფექტიანი. 

 


 
1. შეარჩიეთ იდეალური ანტიპერსპირანტი

სასურველია, აირჩიოთ არომატის გარეშე, რადგან მათი გამოყენება არა მხოლოდ იღლიაში, არამედ ზურგზეც შეიძლება, ან სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებზეც განსაკუთრებით გრძნობთ ოფლიანობას.

თუ გაწუხებთ ოფლიანობა ზურგზე, არსებობს ხალხური საშუალება - სოდისა და წყლის ნაზავი. სოდიან წყალში დაასველეთ ტილო, კარგად გაწურეთ და დაიზილეთ ზურგი, მკერდის ან სხვა ზონები, რომლებზეც ოფლიანობა გაწუხებთ. ამგვარად ზედმეტ ოფლიანობას დაივიწყებთ, თანაც კანის გაღიზიანების გარეშე.

2. ანტიპერსპირანტის სწორად გამოყენებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

წაისვით ანტიპერსპირანტი მშრალ და სუფთა კანზე.

თუმცა ნუ მოიხმართ ოფლის საწინააღმდეგო საშუალებას პარსვის ან აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ. მიეცით კანს სუნთქვის საშუალება რამდენიმე წუთით.

იდეალური ვარიანტია: ანტიპერსპირანტის მოხმარება ძილის წინ, აბაზანიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთში და დილას, განმეორებით.

3. კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ოფლიანობას ებრძვის - ლანოლინის პუდრი.

პუდრი ისევე აშრობს კანს, როგორც ნებისმიერი ანტიპერსპირანტი. მაგრამ მას დამატებით კიდევ ერთი პლუსი აქვს: პუდრი უსაფრთხოა ორგანიზმისთვის და არ აღიზიანებს კანს. პირიქით, ამშვიდებს სხეულის გაღიზიანებულ ნაწილებს. თუმცა, საღამოს პუდრი აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ, რათა კანმა ისუნთქოს.

4. ოფლის გამოყოფაზე მოქმედებს ტანისამოსიც, რომელსაც ვატარებთ.

მოერიდეთ მჭიდრო და სინთეტიკურ ტანისამოსს. აირჩიეთ ქსოვილები, რომლებიც „სუნთქავს“. მაგალითად, ბამბა, ტრიკოტაჟი, რომლებიც ჰაერს ატარებს და სისველეს არ ინარჩუნებს.

5. ნუ დაგავიწყდებათ კვების შესახებ.

ზოგიერთი საკვები და სასმელი ოფლის გამოყოფას უწყობს ხელს. მოერიდეთ ცხელ ამინდებში ცხიმიან და შემწვარ კერძებს. ასევე, ცხარე საჭმელს და ალკოჰოლს. არსებობს კოქტეილები და ყავის სასმელები ყინულით, რომლებიც გაგაგრილებთ და ორგანიზმს არ გადაახურებს.