3 შემთხვევა, როდესაც კატეგორიულად უნდა თქვათ უარი წყლის მიღებაზე

bavSvi wyali

ბევრი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ ახლგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ორგანიზმის ხარისხიანი წყლით და იმ რაოდენობით მომარაგებაშია, რომელიც აუცილებელია ნორმალური ნივიერებათა ცვლის პროცესისთვის. წყალი უნივერსალური გამხსნელია, იგი ასრულებს „სატრანსპორტო სისტემის“ როლს (გადააქვს მკვებავი ნივთიერებები, ანტისხეულები, ენზიმები, მეტაბოლიზმის პროდუქტები და ა.შ), გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტები და ხელს უწყობს თერმული წონასწორობის შენარჩუნებას.

3 შემთხვევა, როდესაც კატეგორიულად უნდა თქვათ უარი წყლის დალევაზე:

1. კვების დროს და შემდეგ.

თუ კვებასთან ერთად სითხეს მიირთმევთ, ეს კუჭის წვენს გაათხელებს. ეს მნიშვნელოვნად გაართულებს კუჭის ისედაც რთულ ამოცანას, გაარკვიოს და გადაამუსავოს ის, რაც შეჭამეთ. გამოიწვევს საჭმლის მონელების პრობლემებს, სიმძიმის შეგრძნებას და ასევე ყელში წმოგივათ მთელი მირთმეული მასა. მით უმეტეს, თუ წყლის ნაცვლად რაიმე სახის „გაზიანს“ აირჩევთ, შედეგი უარესი იქნება.

ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ დალიოთ მთელი ჭიქა წყალი, ეს კიდევ უფრო უარესია. რაც, სხვათა შორის, ასევე ეხება ლანჩის ან სადილის შემდეგ ჩაის დალევის უდანაშაულო ჩვევას. ამ გზით თქვენ უფრო ზრდით უკვე გაწელილ კუჭს და მცირე ხნის შემდეგ, საკვების ჩვეულებრივი ულუფა იდუმალებით შეწყვეტს გაზრდილი მადის დაკმაყოფილებას. ეს არის დამახინჯებული გზა ზედმეტი კილოგრამებისკენ.

ჭამის შემდეგ, უმჯობესია დაელოდოთ მინიმუმ 20 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ ნებისმიერი სითხე -წყალი, ჩაი, ყავა, მაგრამ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ერთი ჭიქა წყლის დალევა კიდევ უფრო კარგი იდეა იქნება. ამ გზით თქვენ "გააღვიძებთ" კუჭს, მოამზადებთ მას სწრაფად ჭამისთვის და ამით დააჩქარებთ მეტაბოლიზმსაც. ასევე, ალბათ ნაკლებს შეჭამთ, ვიდრე გეგმავდით, რადგან ძალიან ხშირად ნამდვილ შიმშილს ბანალურ წყურვილში ვურევთ.

2. ძილის წინ. 

თუ დილით შეშუპება გაწუხებთ, ეს იმის ბრალია, რომ ძილის წინ წყალს სვამთ. ბევრი აღნიშნავს, რომ საღამოს უფრო მძაფრად გრძნობს შიმშილისა და წყურვილის გრძნობას. რაც უფრო გვიან დალევთ ბოლო ჭიქა სითხეს, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ დილით მეფუტკრეს სახით გაიღვიძოთ. შეშუპება კი ძალიან შორს არის დღის ყველაზე სასიამოვნო დასაწყისისგან, ხოლო ღამით ტუალეტში სირბილი არ არის საუკეთესო დასვენება.

დალიეთ წყალი ძილის წინ არაუგვიანეს ორმოცი წუთით ადრე. მაგრამ დილის დაწყება ერთი ჭიქა წყლით (სასურველია თბილი და ლიმონით) ძალიან კარგი იქნება. ის ყავაზე უკეთ გაღვიძებს და გამხნევებს.

3. ვარჯიშის დროს.

სპორტსმენები, რომლებიც ვარჯიშის დროს სვამენ ლიტრ წყალს, გამოცდილი დიეტოლოგის თვალი მათში დაინახავს არა ჯანსაღ კუნთებს, არამედ თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს, რადგან ბევრი სითხის მოხმარებამ მოკლე დროში, გულისცემის გახშირებით არცერთ სპორტსმენს არ მოუტანა სარგებელი.

დალიეთ ბევრი წყალი (სურვილისამებრ) ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე და ვარჯიშიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ. ხოლო თავად ვარჯიშების დროს, ჩამოიბანეთ პირი და დალიეთ რამდენიმე ყლუპი, მეტი არა.