3 მეთოდი ჯინსის დასაპატარავებლად სახლის პირობებში - ექსპერტის რჩევები

ჯისნი

ჯინსი გარდერობის აუცილებელი ნაწილია, თუმცა ზოგჯერ მისი პოვნა შეიძლება რთული იყოს. მაშინაც კი, თუ იდეალური წყვილი შეიძინეთ, რამდენიმე ჩაცმის შემდეგაც კი იწელება. თუმცა, მართა სტიუარტი გვიზიარებს სწრაფ და მარტივ გზას, თუ როგორ გავხადოთ ისინი უფრო მჭიდროდ მორგებული.

როგორ დავაპატარავოთ ჯინსი საშრობში

„ჯინსების შეკუმშვის ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა მათი ყველაზე ცხელ ტემპერატურაზე გარეცხვა და გაშრობაა“, - თქვა აბრამსმა.

როგორ დავაპატარავოთ ჯინსი მდუღარე წყლით

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბი.

„ჯინსების 20-30 წუთის განმავლობაში მოხარშვა და შემდეგ ცხელ საშრობში გაშრობა, როგორც წესი, მათ უფრო სწრაფად დაპატარავებს, ვიდრე სარეცხ მანქანაში რეცხვა“, - განმარტა ექსპერტმა.

როგორ დავაპატარავოთ ჯინსი აბაზანაში

ამისათვის ჩაიცვით ჯინსი და აბაზანა თბილი წყლით აავსეთ. შემდეგ დაახლოებით 30 წუთით დაწექით აბაზანაში. შემდეგ ამოდით აბაზანიდან და ჯინსი სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ.