„ეს არ არის მხოლოდ ომის დასასრული. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია“ - ტრამპი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე

დონალდ ტრამპი

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატები ამერიკის პრეზიდენტს უწყვეტი ტაშით შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა ერთსაათიან მიმართვაში განაცხადა, რომ მისი პიროვნული მახასიათებლები, ხასიათი მიმართულია ომების შეჩერებაზე და დასრულდა არა მხოლოდ მიმდინარე ომი, არამედ ტერორისა და სიკვდილის ეპოქა.

მოხდა ინციდენტიც, ტრამპს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს - ორი დეპუტატი, პალესტინის აღიარებას ითხოვდა, ისინი დარბაზიდან გააძევეს.

„ეს არ არის მხოლოდ ომის დასასრული. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია. იწყება რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქა. ისრაელისთვის და ამ რეგიონის ყველა ერისთვის, რომელიც მალე ჭეშმარიტად დიდებული გახდება, ეს დიდი თანხმობისა და ხანგრძლივი ჰარმონიის დასაწყისია. მე ამის მტკიცედ მჯერა. ეს ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია. ჩემი ხასიათი მიმართულია ომების შეჩერებაზე და, როგორც ჩანს, ეს გამომდის. ჩვენ არ ვაპირებთ ომში ჩაბმას, თუმცა თუ ჩავერთვებით, მოვიგებთ“, - განაცხადა ტრამპმა.