როგორ მიხვდე, რა გიშლის ხელს ბედნიერებაში - მარტივი ტესტი

ქვიზი

 ეს მარტივი ტესტი დაგეხმარება გააანალიზო, რა გაკლია სრული ბედნიერებისთვის.ჩვენს ცხოვრებაში უამრავი მიზეზია, რომ გავიღიმოთ და სიხარულით ავივსოთ — ეს შეიძლება იყოს ოჯახი, საყვარელი ადამიანი, კარიერული წარმატება... თუმცა არის მომენტები, როცა თითქოს ყველაფერი უფერულდება, არ გვიხარია არაფერი და თავს მარტოდ, დათრგუნულად ვგრძნობთ. რომ გაიგო, რა გაწუხებს და რა გაშორებს ბედნიერებას, შეხედე მოცემულ სურათს და აირჩიე ის ვარსკვლავი, რომელიც პირველივე წამებში ყველაზე მეტად მიგიზიდავს. არ იფიქრო დიდხანს - შენი ინტუიცია ყველაზე სწორად გიკარნახებს პასუხს 3-4 წამში. 

ვარსკვლავი №1
თუ პირველი ვარსკვლავი აირჩიე, ეს ნიშნავს, რომ შენი სევდის მიზეზი საკუთარ თავზე და სხვებზე გადაჭარბებული მოლოდინებია. შესაძლოა, ელოდი დიდ შედეგებს ან ქმედებებს საყვარელი ადამიანისგან, მაგრამ ვერ მიიღე ის, რაც გსურდა.

გახსოვდეს: ყველაფერი თავის დროზე მოდის. შესაძლოა, ბედისწერა შენთვის უკეთესს ამზადებს — იმედგაცრუება უბრალოდ გზის ნაწილია და არა ბოლო გაჩერება.

 ვარსკვლავი №2
შენთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ სხვები, და ხშირად საკუთარ თავზე უარს ამბობ, რომ სხვებს მოაწონო თავი ან ასიამოვნო. მაგრამ ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ — თუ მუდმივად სხვების საჭიროებებს ემსახურები, დაიღლები. ფიზიკურადაც და ემოციურადაც.

მოიცალე საკუთარი თავისთვის, იზრუნე საკუთარ ოცნებებსა და კეთილდღეობაზე — იქ იმალება შენი ნამდვილი ბედნიერება.
 
ვარსკვლავი №3
შენ ალბათ წარსულში ცხოვრობ და სწორედ ეს გიშლის ხელს იყო ბედნიერი აწმყოში. შესაძლოა, წარსული მოგონებები ხშირად გიტრიალებს გონებაში, გკარგავს ენერგიას და გიკარგავს ცხოვრების ხალისს. სცადე ამ მოვლენებს როგორც კინოფილმს შეხედო — შენ აღარ ხარ მოქმედი გმირი, შენ ხარ მაყურებელი.

ასე გათავისუფლდები წარსულის ტვირთისგან და ენერგიას მიმართავ იმ მიზნებისკენ, რაც რეალურ ბედნიერებას მოგიტანს.