რას ნიშნავს, თუ ადამიანს სხვადასხვა ფერი მოსწონს - ექსპერტების ახსნა

ფერი

საყვარელ ფერს შეუძლია არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრა, არამედ იმის გამოლენაც, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს და როგორ აღიქვამენ სხვები ამ ადამიანს.

რას ნიშნავს, თუ ადამიანს ლურჯი ფერი ან სხვა რამდენიმე მოსწონს?

ფსიქოლოგის თქმით, რომლის ციტირებასაც გამოცემა Express ავრცელებს, ფერის არჩევანი უდიდეს როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ აღგვიქვამენ სხვები და როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს. 

ბრიტანულ სავაჭრო ცენტრში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული ბრიტანელების მეოთხედმა ოცნების სამსახური ღია ცისფერი ტანსაცმლით გასაუბრებაზე მისვლის შემდეგ იშოვა. ზოგიერთმა რესპონდენტმა ასევე თქვა, რომ ხელფასის გაზრდის მიზნით, უმჯობესია უპირატესობა ნარინჯისფერ ტანსაცმელს მიენიჭოთ.

მისი თქმით, სწორედ ამას ნიშნავს, თუ ადამიანს მოსწონს იისფერი, ინდიგოსფერი ან ლურჯი - ასეთი ფერები ააქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას (მისი მუშაობა მიმართულია, კერძოდ, ენერგიის დაგროვებისკენ, ძალის აღდგენისკენ) და ადამიანებში მედიტაციურ, ჩაფიქრებულ და მოდუნებულ განწყობას ქმნის.

შაკაილამ დასძინა, რომ თუ ადამიანს მოსწონს წითელი, ყვითელი, ოქროსფერი ან ნარინჯისფერი ფერი, მაშინ მისი სიმპათიკური ნერვული სისტემა (რომელიც აკონტროლებს შინაგან ორგანოებს ორგანიზმის მიერ ენერგიის ხარჯვის დროს, კერძოდ, სხვადასხვა სახის სტრესის დროს) აქტიურდება და მას უფრო ენერგიულს და კომუნიკაბელურს ხდის.